სიახლე GeOlymp 2013 - მეორე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება II ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია CrouchingBoarHiddenWhale72518

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp 2013 - მეორე ეპიზოდის ანონსი

2013 წლის 6 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეორე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს. დასწრებული რაუნდის წერის მსურველებს გთხოვთ გამოცხადდეთ თავისუფალ უნივერსიტეტში 11:30 საათზე 412 აუდიტორიაში. მონაწილეების და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით დასწრებული ტური არ ჩატარდება კომპიუტერულ ოთახში, შესაბამისად აუცილებელი იქნება საკუთარი ლეპტოპების წამოღება.

გელით :)
სიახლე GeOlymp 2013 - პირველი ეპიზოდის შედეგები

სერიის პირველი ეპიზოდში მონაწილეობა 143 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად ჩართულია Upsolving.

რაუნდში მოცემული A, C, D და E ამოცანები ეკუთვნის მარიამ დანელიას, ხოლო B ამოცანის ავტორია ელდარ ბოგდანოვი. რაუნდის ტესტირება შეასრულა ირაკლი მერაბიშვილმა.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის :)


პირველი ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
2. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi)
3. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)

მოსწავლეებს შორის:

1. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
2. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi)
3. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტები:

1. ლაშა ლაკირბაია (FreeUni)
2. გიორგი საღინაძე (Tbilisi SU)
3. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)


* მონაწილე სახელით bea ამჯერად მოხსნილია კონკურსიდან და არის მხოლოდ საერთო ჩათვლაში. თუ ის არ გამოგვეხმაურება, მონაწილე დაიბლოკება საიტიდან.
სიახლე ყურადღება! ეს მნიშვნელოვანია

პირველი რაუნდი დასრულდა და ახლა შედეგების დალაგებაა საჭირო, მაგრამ შევამჩნიეთ რომ ზოგმა მონაწილემ ჩვენი თხოვნა პირადი მონაცემების განახლების შესახებ არ გაითვალისწინა.

შედეგების გამოქვეყნება ორი დღით გადავწიეთ, მანამდე კი აუცილებლად განაახლეთ სასწავლო დაწესებულებები, რადგან ჩვენთან მოსწავლეთა და სტუდენტთა რანჟირება ცალცალკე ხდება.

ასევე, ვისაც არ აქვს მითითებული ნამდვილი სახელი, ის მოიხსნება კონკურსიდან. ამიტომ, გთხოვთ, სასწრაფოდ მოგვწეროთ მეილზე ან კომენტარებში თქვენი სახელი და გვარი. მათ, ვისაც არ სურს სახელის გამოჩენა სახალხოდ, მაინც უნდა გამოგვიგზავნოთ. უბრალოდ, შეგიძლიათ მონიშნოთ პროფილში "დამალე სახელი საიტზე", თუმცა ასეთ შემთხვევაში კონკურსის გარეთ იქნებით.

აქვე საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე მომხმარებლის რეგისტრაცია. ყველა ასეთი ქმედების დადგენა ჩვენთვის ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მთლიანად დაიბლოკება. თუ რამდენჯერმე გაქვთ გავლილი რეგისტრაცია, უმჯობესია თქვენვე მოგვწერეთ წინასწარ და გავაუქმებთ ზედმეტს.

სიახლე GeOlymp 2013 - პირველი ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება I ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია TheKnightTale2003

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp 2013 - პირველი ეპიზოდის დროის ცვლილება

მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 16 მარტს დაგეგმილი ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის პირველი ეპიზოდის დაწყების დრო გადაიწია და 12:00-ის ნაცვლად დაიწყება 16:00 საათზე.

რაუნდის გადატანის მიზეზი არის ის, რომ შაბათს ასევე ტარდება ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტური ფიზიკაში და ჯეოლიმპზე მოასპარეზე მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ აღნიშნულ ოლიმპიადაში.

სიახლე DevFestW თბილისი - ქალთა დეველოპერული ფესტივალი

Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ ქალთა დეველოპერული ფესტივალები ეწყობა.

საქართველოში აღნიშნულ ღონისძიებას თბილისის GDG (Google Developers Group) 23–24 მარტს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ჩატარდება ორდღიანი ფესტივალი, სადაც წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ რამდენიმე საქველმოქმედი იდეის განხორციელებაზე.

ღონისძიების მიზანია წაახალისოს ქალების ჩართულობა IT სფეროში და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა სამოქალაქო საქმიანობებში სოციალური საქველმოქედო ვებ პროექტების შექმნით; თუმცა ფესტივალი არ არის მხოლოდ ქალებისთვის და მისასალმებელია მამაკაცების ჩართულობაც.

გაქვთ იდეა რომელიც გააკეთებს კარგ საქმეს?
ან გსურთ აქციოთ რეალობად რომელიმე მათგანი? დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა ფესტივალში
ჩართვა შესაძლებელია სხვადასხვა როლით: იდეის ავტორი, დიზაინერი, Front-end დეველოპერი, Back-end დეველოპერი, Android დეველოპერი, ბლოგერი, ფოტოგრაფი.

ასეთი სახის ღონისძიება ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა ტექნოლოგიის ან პროგრამირების ენების შესახებ.

რეგისტრაცია ღიაა 2013 წლის 19 მარტამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ GDG Tbilisi-ის საიტს.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...