სიახლე GeOlymp 2011 - მესამე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება III ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია dzaliansastikiparoli.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე საერთაშორისო ოლიმპიადა ბაქოში, 4 მაისი 2011

2011 წლის 4 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში სტუდენტთა შორის ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში. სხვა ქვეყნის გუნდებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა და მესამე ადგილი მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი საღინაძე, აკაკი მამაგეიშვილი და ლევან ვარამაშვილი, მწვრთნელი - ელდარ ბოგდანოვი.

გთავაზობთ სრულ შედეგებს.


სრულად წაკითხვა
სიახლე ინფორმატიკის 2011 წლის ეროვნული ნაკრების წევრთა შესარჩევი ტურის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სომეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარე წლის 7-8 მაისს ქ. თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრთა შესარჩევი ოლიმპიადები. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკური ოლიმპიადის დასკვნით ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 14 მოსწავლე. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

პირველი ტურის შედეგები
მეორე ტურის შედეგები
საბოლოო შედეგები

მოსწავლეთა ნაშრომები

სიახლე GeOlymp Series 2011 - მესამე ეპიზოდი

2011 წლის 15 მაისს 12 საათზე დაიწყება მესამე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება "მზიურის" მოსწავლეებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ხოლო მონაწილეობის მსურველები უნდა გამოცხადდენ ცენტრში 11 საათზე.

სიახლე ვეკუას თასი 2011 - შედეგები

29 აპრილი – 2 მაისის შუალედში თბილისში ტარდებოდა აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში. ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ოლიმპიადა პარალელურად მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, სანქტ–პეტერბურგში და თბილისში ტარდებოდა, ჩვენს ქალაქში მას უმასპინძლა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრი 30 აპრილს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამოცანათა კომპლექტი ძალიან საინტერესო იყო, ის ამავდროულად არაადექვატურად რთული გამოდგა თბილისში მოასპარეზე გუნდებისთვის: 29 მონაწილე გუნდიდან მხოლოდ 11–მა მოახერხა ერთი მაინც ამოცანის ამოხსნა. შევაქებ ყველას, ვინც ეს მოახერხა, ხოლო დანარჩენებს ვეტყვი, რომ გული არ გაიტეხონ: ასეთ რთულ ამოცანათა კომპლექტს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც კი არ სთავაზობენ მონაწილეებს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ანალოგიური ღონისძიებების მომზადებისას მხედველობაში მიღებული იქნება ქართული გუნდების საშუალოდ მცირე გამოცდილება და მათ მიეცემათ საშუალება, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ.

სრულად წაკითხვა
სიახლე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში - ი. ვეკუას V თასი

29 აპრილიდან 2 მაისამდე ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში - ილია ვეკუას V თასი.

ოლიმპიადა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას. 30 აპრილს ჩატარდება გუნდური შეჯიბრება, ხოლო 1 მაისს კი პირადი.

სრულად წაკითხვა
სიახლე 2011 სერიის მეორე ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, 16 აპრილს ჯეოლიმპის 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

რაუნდი მიეძღვნა ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.

ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით.

ჯეოლიმპის ლოკალურ ტურში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 40-ზე მეტმა სტუდენტმა იასპარეზა.

გთავაზობთ მათ შედეგებს, ვინც ამოხსნის პროგრამული კოდი გააგზავნა შეჯიბრის დროს. ეპიზოდის სრული რეიტინგი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

სრულად წაკითხვა
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...