დამთავრდა ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მეოთხე ეპიზოდი.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რითაც მან საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიბრუნა. მეორე ადგილზე სერიის დებიუტანტი ლევან ვარამაშვილი, ხოლო მესამეზე - აკაკი მამაგეიშვილი გავიდა. ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
ინტერნეტ-ტურის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ოლიმპიადა, რომელშიც 18 თსუ-ს სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის პირველი ადგილი ლევან ვარამაშვილმა, მეორე გიორგი ნადირაძემ, ხოლო მესამე ნიკა გაბისონიამ დაიკავა.
მეოთხე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 32 მონაწილემ, რომელთაგან 9 იყო სკოლის მოსწავლე, 23 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|
5 | 2 |
4 | 5 |
3 | 5 |
2 | 13 |
1 | 4 |
0 | 3 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|
A | 28 |
B | 26 |
C | 11 |
D | 8 |
E | 2 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
75 სწორი ამოხსნიდან |
---|
60 | C/C++ |
9 | Java |
4 | Pascal |
2 | PHP |