სიახლე Geolymp Series 2010: Episode II - Rescheduled

იმასთან დაკავშირებით, რომ 17 აპრილს მათემატიკაში ეროვნული ოლიმპიადის III ტური დაინიშნა, ჩვენი შემდეგი რაუნდის თარიღი შეიცვალა.

GeOlymp Series 2010-ის II ეპიზოდი ჩატარდება 18 აპრილს 12 საათზე.

შესაბამისად, ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის ბოლო ვადაც გადაიწია. II ეპიზოდში მონაწილეობის მიღებას შეძლებს ყველა, ვინც უკვე დარეგისტრირებულია ან 17 აპრილის შუაღამემდე დარეგისტრირდება.

სიახლე Geolymp Series 2010: Episode II

2010 წლის 17 აპრილს 12 საათზე გაიმართება შეჯიბრებათა ციკლის II ეპიზოდი. ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 16 აპრილის ღამის 12 საათამდე.

სიახლე რეიტინგების სისტემა

როგორც ადრე ვიუწყებოდით, რამდენიმე ინტერნეტ–რაუნდის შემდეგ ვაპირებთ დასწრებული შეჯიბრის ჩატარებას, სადაც საუკეთესო მონაწილეებს დავპატიჟებთ. მაგრამ სხვადასხვა რაუნდების შედეგების შეჯამება როგორ მოხდება, არსად გვეწერა. ჩვენ შემოვიყვანეთ რეიტინგების სისტემა, რომლის დახმარებითაც შევაჯამებთ სერიის შედეგებს.

კერძოდ, ყოველ რაუნდში ყველა მონაწილეს გამოეთვლება რეიტინგი (ზუსტი ფორმულა შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე ოლიმპიადის შესახებ "სერიის წესებში"). სულ 5 ინტერნეტ–რაუნდს ვგეგმავთ. მონაწილის საბოლოო რეიტინგი იქნება მის მიერ მიღებულ შეჯიბრებებში მიღებული რეიტინგებიდან 4 საუკეთესოს ჯამი. ზუსტად ამ რეიტინგით მოხდება მონაწილეთა საერთო ჩათვლაში რანჟირება და ამის საფუძველზე დავადგენთ საუკეთესოებს.

დამოუკიდებლად მოსწავლეთა და სტუდენტთა ჩათვლაშიც ანალოგიურად მოხდება შედეგების შეჯამება.

სიახლე Episode I - ჟიურის დასკვნა

ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის პირველი რაუნდი დასრულდა. მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეორე ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა), მესამე კი ნიკოლოზ გაბისონიამ (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)...

სრულად წაკითხვა
სიახლე Upsolving

პირველი რაუნდის ამოცანების გარჩევების მოლოდინში თქვენ შეგიძლიათ მასზე შემოთავაზებული ამოცანების თქვენით ბოლომდე მიყვანა. სერვერზე შექმნილია სპეციალური კონტესტი, სადაც ამჟამად პირველი რაუნდის ამოცანებია დამატებული და მომავალში ყველა ჩატარებული რაუნდის ამოცანებიც ნელ-ნელა გამოჩნდება. კონტესტის დრო არაა შეზღუდული და მასში შესვლა როგორც პირველი რაუნდის მონაწილეებს, ასევე სხვა ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლია.

კონტესტზე შესასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლე პირველი ეპიზოდის შედეგები

პირველი შეჯიბრი შედგა, სულ 44-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის. შედეგები შეგძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: შედეგები

შეჯიბრის გამარჯვებულები საერთო ჩათვლაში არიან:
1. ირაკლი მერაბიშვილი
2. ცოტნე ტაბიძე
3. ნიკა გაბისონია

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს შემდეგ შეჯიბრებებზე.

ამოცანების გარჩევები მისაწვდომი გახდება ხვალ.

სრულად წაკითხვა
სიახლე Episode I იწყება

15 წუთში დაიწყება GeOlymp Series 2010 ციკლის პირველი რაუნდი.

სისტემაში შესასვლელად გადადით მისამართზე: http://bit.ly/d4VLvR

პირობები მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან: პირობების არქივი. არქივის პაროლია: ThePhantomMenace

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეჯიბრების მიმდინარე შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ: შედეგები

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...