Topcoder-ის ყოველწლიური ჩემპიონატის Topcoder Open-ის პირველი C რაუნდი. არაუმეტეს 2000 მონაწილისგან 600 საუკეთესო მეორე რაუნდში გადადის. მონაწილება შეუძლია ყველას, ვინც A ან B რაუნდიდან უკვე არაა გადასული მეორე რაუნდში. TopCoder Open 2013

კომპანია Topcoder-ის მიერ რეგულარულად ტარდება პროგრამირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ალგორითმებში, დიზაინში, დეველოპმენტში და სხვა ასპექტებში. ალგორითმული შეჯიბრებები ტარდება ესე წოდებული მატჩების სახით, რომლების ხანგრძლივობა 95 წუთს შეადგენს და რომლებსაც უნიკალური ფორმატი გააჩნიათ. მეტი მათ შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ: Algorithm Overview

Topcoder-ზე მატჩები ორ კატეგორიას მიეკუთვნება: SRM-ები (Single Round Match) - ცალკეული შეჯიბრებები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ტარდება თვეში სამჯერ და რომელთა საფუძველზე მონაწილეების რეიტინგი ითვლება და TCO-ს (Topcoder Open) რაუნდები. TCO წარმოადგენს Topcoder-ის ყოველწლიურ ჩემპიონატს, რომელიც რამდენიმე რაუნდისგან შედგება, დასკვნითი რაუნდი კი ლას ვეგასში ან ფლორიდაში ტარდება ხოლმე. ყოველი რაუნდიდან შემდეგში შეზღუდული რაოდენობის ხალხი გადადის. მატჩების დასაწერად მომხმარებელმა საიტიდან უნდა გადმოწეროს ესე წოდებული "არენა" - ჯავა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება მატჩებში მონაწილეობის მიღება. ყოველ მატჩზე საჭიროა დარეგისტრირება მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 5 წუთით ადრე.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...