ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის პირველმა ბონუს ეპიზოდმაც ჩაიარა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ელდარ ბოგდანოვმა (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი). მეორე ადგილზე გავიდა ცოტნე ტაბიძე (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). ხოლო მესამე ადგილზე გიორგი ლეკვეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ვინაიდან ეს იყო ბონუს რაუნდი, მისი შედეგები არ აისახება ჯამურ შედეგებზე. თუმცა რაუნდი გამოირჩეოდა იმით, რომ Geolymp -ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეეძლოთ მასში მონაწილეობის მიღება.
პირობებში იყო რამდენიმე უზუსტობა.
პირველი. A ამოცანაში შეზღუდვები იყო არასწორად, 0 <= a, b <= 1000 ნაცვლად უნდა ყოფილიყო 0 < a, b <= 1000. თუმცა ეს დიდად არ ცვლიდა ამოცანის პირობას.
მეორე. B ამოცანის პირობაში არ იყო დაკონკრეტებული რომ კვადრატების ზომა ტოლი უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა ზომის კვადრატების შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული ამოცნა მიიღება.
მესამე. D ამოცანაში, განმარტებაში მოყვანილი სურათი ზუსტად არ შეესაბამებოდა მაგალითს.
პირველ ბონუს რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 27 -მა მონაწილემ.
| ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა | მონაწილეთა რაოდენობა |
|---|---|
| 5 | 1 |
| 4 | 1 |
| 3 | 4 |
| 2 | 8 |
| 1 | 9 |
| 0 | 4 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
| ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
|---|---|
| A | 21 |
| B | 15 |
| C | 6 |
| D | 3 |
| E | 1 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
| 55 სწორი ამოხსნიდან | |
|---|---|
| 38 | C/C++ |
| 11 | Pascal |
| 6 | Java |


