8 ივლისს გაიმართა 2012 წლის სერიის ფინალური შეჯიბრი. ღონისძიებას ღირსეული მასპინძლობა გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ და კარგი პირობები შექმნა შეჯიბრების ჩასატარებლად. დიდ მადლობას ვუხდით მასპინძელ უნივერსიტეტს და ტექნოლოგიების სკოლის დეკანს ასეთი თანამშრომლობისთვის.

11 საათზე ფინალის გახსნა შედგა, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჯეოლიმპის ხელმძღვანელმა - ელდარ ბოგდანოვმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა - გიორგი დათუკიშვილმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურის” დირექტორის მოადგილემ - ამირან მეტრეველმა.


GeOlymp at Caucasus University

შეჯიბრება 12:00 საათზე დაიწყო. ტრადიციულად, მის პარალელურად მიმდინარეობდა ონლაინ რაუნდი ყველა კონკურსგარე მსურველისთვის (ონლაინ შეჯიბრების შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ).

GeOlymp at Caucasus University

ფინალური რაუნდის შედეგები კი ამ ბმულზეა.

პირველი ადგილი 6 ამოცანით მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა - ზურაბ კუციამ, რომელიც კომპანია ”ომედიამ” iPad 3-ით დააჯილდოვა.

GeOlymp at Caucasus University

მეორე ადგილზე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - ნიკოლოზ გაბისონია გავიდა 5 ამოცანით და მას ჯეოლიმპის გუნდის მიერ XBOX 360 Kinect გადაეცა.

GeOlymp at Caucasus University

მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ლაშა ლაკირბაიამ დაიკავა 5 ამოცანით და ”ნეტიკო სტუდიის” მიერ დაწესებული ელექტრონული წიგნი - Kindle Touch მიიღო.

GeOlymp at Caucasus University

ასევე, ფინალის მონაწილეებს გადასცეს სპეციალური პრიზები ბატონმა ამირან მეტრეველმა და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ.


GeOlymp at Caucasus University

GeOlymp at Caucasus University

გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მათი დახმარებით ფინალური ღონისძიება ბევრად შთამბეჭდავი გახდა მონაწილეებისთვის. იმედი გვაქვს, მათ ისიამოვნეს საინტერესო ამოცანების ნაკრებით და მომავალი წლისთვის მეტი შემართებით მოემზადებიან ჯეოლიმპის ოლიმპიადებისთვის.

სრული ფოტო გალერეის სანახავად ეწვიეთ ჩვენს facebook-ის გვერდს.