Feedback
ავტორი brolia
ჩვენი შემოთავაზებები საიტის გასაუმჯობესებლად
წერილები: 54
varlevani says:
17 აპრილი 2012, 16:28
უფრო ბევრს დაპოსტავ და უფრო პოპულარული გახდება ფორუმი. ერთერთი კარგი სახალისო მაჩვენებელია პოსტების რაოდენობა.
წერილები: 133
gojira says:
17 აპრილი 2012, 21:52
სამწუხაროა, აქ რომ ისეთი ხალხი შემოდის, ვინც პოსტების წერას მათი რაოდენობისთვის დაიწყებს.
წერილები: 54
varlevani says:
22 აპრილი 2012, 6:59
@Elle
მე მგონი, ლატექსში http://latex.codecogs.com/gif.latex?\small%201234 ასეთი სურათების გამოყენება სჯობს, small ზომით. და უკეთესი იქნება სურათი ცოტათი ქვემოთ რომ იყოს ჩამოწეული, თუ არის შესაძლებელი.

მაგალითი:

რიცხვი

http://latex.codecogs.com/gif.latex?\small%20result_{i,j} რიცხვი
წერილები: 57
Dixtosa says:
8 მაისი 2012, 20:35
ხო რა უბედურებაა მართლა ფეედბაცკ.
წერილები: 133
gojira says:
9 მაისი 2012, 0:27
@Dixtosa
რა ინფორმატიული პოსტია. სიტყვა Feedback-ის შეუსაბამობის თემა ვინც გააჟღერა, იმან მერე პასუხს თავი აარიდა თუ რას უწუნებს ამ სიტყვას და ნეტავ შენ თუ გვეტყვი რა სჭირს.
წერილები: 57
Dixtosa says:
9 მაისი 2012, 21:04
@gojira, პოსტების რაოდენობაზე ვჩალიჩობ რა ხდ.


რას უნდა ვუჩიოდე არ ვიცი ინგლისური (თუ ინგლისურია საერთოდ არც ეგ ვიცი). თუმცა შეცდომებს უნდა ნიშნავდეს როგორც მივხვდი.
წერილები: 74
Quick says:
9 მაისი 2012, 21:28
Dixtosa
ეს სიტყვა საპასუხო ქმედებას ან უკუკავშირს ნიშნავს. ისე ძალიან გირჩევ ინგლისური ისწავლო, პროგრამირებაში მაგის გარეშე რბილად რომ ვთქვათ გაგიჭირდება.
წერილები: 54
varlevani says:
9 მაისი 2012, 21:30
gojira

მე ავარიდე თავი? ქართულად რომ სჯობს ყველაფერი, არ არის ცხადი ისედაც? და არა ინგლისური სიტყვა "Feedback" ქართულ ფორუმზე.
წერილები: 133
gojira says:
9 მაისი 2012, 23:00
@varlevani
მე როგორც მესმის თავის არიდების მნიშვნელობა, იმ მნიშვნელობით ცალსახად შენ არიდებდი აქამდე.

ყველაფერში რა შედის? პროგრამირების სფეროს უამრავ ცნებას არ გააჩნია ქართული შესატყვისი და ყველა რამე უცნაური ქართული სიტყვით უნდა მოიხსენიო? Feedback საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ზოგადად საიტებზე კარგად დამკვიდრებული ტერმინია და უმეტესობას ესმის რაზეა საუბარი, ხოლო "უკუკავშირი" არ შეესაბამება მის შინაარსს. რატომ უნდა იძალადო?
წერილები: 83
tsotne says:
11 მაისი 2012, 12:18
მეორე გვერდზე როცა გადადის, მერე უმნიშვნელო "პრობლემები" ჩნდება. ნუ უბრალოდ მოუხერხებელია. მაგალითად: როცა თემაში შედიხარ, არ გაქვს საშუალება პირველის გარდა სხვა გვერდზე შეხვიდე გარედან. ანუ ჯერ პირველ გვერდზე შედიხარ და მერე გადადიხარ სხვა გვერდებზე. როცა პოსტს აქვეყნებ, გადაყავხარ თემის პირველ გვერდზე, არადა როგორც წესი ბოლო გვერდი უნდა გიჩვენოს, სადაც დაპოსტე ის ადგილი. სხვა გვერდზე ჩამოსასვლელად აუცილებელია საიტის ბოლოში ჩახვიდე და იქიდან გადართო. კარგი იქნება თუ გვერდების შესაცვლელი თავშიც დაემატება.

კიდევ ერთი: ჩასწორების დროს არ გვაქვს არანაირი ღილაკები (სურათის, ლინკის, კოდის, ლატექსის ჩასმის და ა.შ.)
წერილები: 57
Dixtosa says:
12 მაისი 2012, 18:45
@gojira, მერე რა აუცილებელია ერთ სიტყვაში თარგმნო. და ეს იმიტომ უნდა გააკეთო შეიძლება ზოგიერთმა შეიძლება ვერ გაიგოს.

"შენიშნვები, შემოთავაზებები " მგონი ეს სახელი კარგად გამოხატავს თემის მნიშვნელობას.

ხო სხვათაშორის http://en.wiktionary.org/wiki/feedback არაფერ განსაკუთრებულს არ ნიშნავს შენ რომ გგონია (აი თი -ში რაღაც სხვა რაღაცას ნიშნავსო რომ თქვი). და დამკვიდრებულიც თუ არის ეგ ცუდია რას ნიშნავს , ქართული სიტყვაა? თუ ინტერნაციონალური. ინტერნაციონალური მარტო CV ვიცი მე. ნუ კიდევ არის მგონი ცოტა.


ხო კიდევ ფორუმის და კომენტარების "ბოლო ცვლილებები" არის უთუოდ საჭირო.
წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 19:18
ზოგიერთმა კითხვაც არ იცის, მაგრამ ამის გამო საიტს ტექსტის ნაცვლად საბავშვო სურათებით არ შევავსებთ.

შენი სიტყვებით ძალიან დაკვირვებული ხარ და მაშინ დააკვირდი ჩემს პოსტს და იპოვე სად წერია, რომ სხვა რაღაცას ნიშნავს.

"და დამკვიდრებულიც თუ არის ეგ ცუდია რას ნიშნავს , ქართული სიტყვაა? თუ ინტერნაციონალური. ინტერნაციონალური მარტო CV ვიცი მე. ნუ კიდევ არის მგონი ცოტა." - ამას ვინც გაშიფრავს იმან გიპასუხოს.
წერილები: 57
Dixtosa says:
12 მაისი 2012, 21:55
gojira@, აი ახლა დემაგოგობ შენ. შენც ხო იცი რომ მოთხოვნის ქვედა ზღვარი არსებობს?:დ. ანუ მომხმარებელს უყენებ მინიმალურ მოთხოვნებს (იცოდეს ქართულად წერა, კითხვა etc.). ცხადია მაგის გარეშე არ გამოვა.

სად ვთქვი რომ დაკვირვებული ვარ?

მოიცა სხვა რამეს თუ არ ნიშნავს (მისი პირდაპირი მნიშვნელობა კი არის უკურეაქცია; უკუკავშირი.) მაშინ დავარქვათ ეს უკუკავშირი :დ.


მაგ ფრაზაში კი იმას ვამბობ რომ მხოლოდ ინტერნაციონალური სიტყვების გამოყენება შეიძლება ქართულისგან განსხვავებული დამწერლობით ქართულ ფორუმზე, და მსგავს საიტებზე.


ხო კიდევ ეს გ++ კომპილერი ზოგ ისეთ საკითხზე ერრორს აგდებს (კომპილაციის დროს ცხადია) რაზეც ვიჟუალც++ არა. ხოდა რამე ცნობარის პონტში რომ დაწეროთ? : ))

წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 23:05
მოკლედ ამდენი დრო დამახარჯინა და ბოლოს დემაგოგობა დამაბრალა. ახლა მე დაგიწერ ვრცელ პასუხს და იმედი მაქვს, რომ შენთვის ჩვეული უაღრესი დაკვირვებულობით წაიკითხავ, სანამ დააპირებ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას.

wiktionary-ს იმ გვერდზე, რომლის ბმული აქ დადე, გარკვევით წერია, რომ feedback-ის მნიშვნელობაა "Critical assessment on information produced". ვინაიდან თვითონ ამბობ, რომ ინგლისური არ იცი, შემიძლია გითხრა რომ იქ წერია "მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება". როგორც ხედავ, უკუკავშირთან ამას საერთო არ აქვს. მეორეს მხვრივ, უამრავი საიტი, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ სერვისს აწვდის, დაინტერესებულია მომხმარებლის აზრით მისი სერვისის ხარისხის შესახებ და პოტენციური გაუმჯობესებების შემოთავაზებით. ამიტომ ისინი საიტზე მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას ტოვებენ საშუალებას მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდების და ხშირად ამ საშუალებას არქმევენ feedback-ს. გარკვეულწილად ეს მართლაც უკუკავშირის საშუალება გამოდის, ოღონდ სპეფიციურ თემაზე.

შენს დაკვირვებულობაზე მოგვითხრობდი ამ მიმოწერაში: http://www.facebook.com/geolymp/posts/414577579969

რაც შეეხება ქართულ ფორუმზე მეტყველების წესებს, გავიმეორებ რომ პროგრამირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები ისეთი სფეროა, რომელშიც არის უამრავი ცნება ქართული შესატყვისის გარეშე. მათი ქართული სიტყვებით მოხსენიებას აუცილებლად არ ვთვლი, მეტიც - ჩემი აზრით ეს არაა მიზანშეწონილი. ამ სფეროში მოღვაწე ხალხს ადრე თუ გვიან მოგიწევთ ინგლისური ენის სწავლა და არაფერში დაგეხმარებათ, თუ სულ ნოლიდან შეიქმნება ქართული ტერმინოლოგია და მისი შესწავლაც მოგიწევთ ინგლისურთან ერთად. სავსებით საკმარისია, რომ ცნებების უმეტესობას გაქართულებული ინგლისური ტერმინები ერქვას, მაგალითად implementation - იმპლემენტაცია, algorithm - ალგორითმი და ასე შემდეგ.

თემის ქვესათაური ჩავასწორე, რომ იმ ერთეულებმა, ვინც ინგლისური არ იცის, გაიგონ რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა "feedback".

რაც შეეხება ჩვენს კომპილატორს, გაგზავნისას შეგიძლია იხილო მისი ვერსია - GNU C++ 4.3.2. არა, მე არ მინდა მაგის ცნობარის დაწერა. ეს არის მაგ კომპილატორის შემქმნელების საქმე, ანაც იმათი, ვინც შესაბამის სტანდარტს ქმნის. მაგალითად, აქ არის აღწერილი 4.3 ვერსიის ცვლილებები წინასთან შედარებით: http://gcc.gnu.org/gcc-4.3/changes.html
ამის ნაცვლად უნდა ისწავლოთ კომპილატორის შეცდომების წაკითხვა და პროგრამაში შესაბამისი შესწორებების სწრაფად განხორციელება. გარკვეული გამოცდილებით ისწავლით კოდის ისე დაწერასაც, რომ განსხვავებულ ადექვატურ კომპილატორში იგი მაინც კომპილირდებოდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ სიტყვა feedback-ის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს საბოლოო პასუხი გავეცი და ვინაიდან ამ თემაში ამ დისკუსიის ადგილი ისედაც არ იყო, ნებისმიერ ახალ თემასთან შეუსაბამო პოსტს წავშლი. თუ მაინც და მაინც ვინმეს მოუნდება იმ დისკუსიის გაგრძელება, გახსენით სხვაგან თემა და ისაუბრეთ.
წერილები: 74
Quick says:
12 მაისი 2012, 23:10
ეს არ არის ქართული ფორუმი, ეს არის ოლიმპიელების ფორუმი. და მთავარი მიზანია ოლიმპიადების განვითარებაში ხელშეწყობა და არა ქართული ენის ნორმების სრულყოფილი დაცვა (რაც ხშირად ზედმეტ ძალისხმევას საჭიროებს როცა საქმე ეხება აიტის). ამიტომ ჯობია სხვა რამეზე გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად "ბოლო ცვლილებები"-ს ფუნქციის დამატებას ვემხრობი, კარგი აზრია.

კომპილატორებს რაც შეეხება ძალიან ბევრია პატარა განსხვავება და ყველაფერს ვერ დავწერთ. ზოგადად ერიდე ისეთი რამეების გამოყენებას, რაც C++-ის სტანდარტში არ შედის.
წერილები: 50
brolia says:
13 მაისი 2012, 10:54
კაი იქნებოდა რომ აჩვენებდეს რომელ განყოფილებაშია ახალი პოსტები,
განყოფილების გვერდით პატარა ხეები რომ ხატია ისინი გაყვითლებული რომ იყოს ახალი პოსტისას ან რამე.

(edit)
ვახ აქ მეორე გვერდიც ყოფილა, კაი იქნებოდა როგორც ცოტნემ თქვა თემის გახსნისას ბოლო (წაუკითხავ) გვერდზე გადადიოდეს ავტომატურად).
წერილები: 54
varlevani says:
13 მაისი 2012, 11:20
ან შეიძლება დალაგებული იყოს დროის კლების მიხედვით
წერილები: 57
Dixtosa says:
19 მაისი 2012, 17:21
საოცრად მაგარი იქნება თუ მარცხნივ რომ არის ჩამოსაშლელი სია(მთავარი, ფორუმი ეტც.). ერთ ერთის არჩევის შემთხვევაში არ დახუროს გადასულ გვერდზე.
წერილები: 5
relator says:
20 მაისი 2012, 22:41
ძალიან მცირე ხარვეზს წავაწყდი: bullet-ზე დაჭერით expand-ი ხდება, მაგრამ collapse არა, ცოტათი დამაბნეველია მგონი
წერილები: 66
Elle says:
21 მაისი 2012, 0:35
გამარჯობა,

როგორც იქნა ჩავიგდე ხელში კვირა დღე და პატარა რაღაცები გამოვასწორე ფორუმზე, რაზეც ამ თემაში იყო ლაპარაკი. დანარჩენებიც ჩანიშნული მაქვს და დავუბრუნდები. ამჯერად შეიცვალა შემდეგი:

- სპოილერი გავაკეთე და პოსტის რედაქტორში ჩანს ყვითელი ხატულა მის ჩასასმელად.
- გავასწორე რომ როცა რამდენიმე გვერდია თემაში, დაპოსტვის დროს ბოლო გვერდზე გადავიდეს.
- დაემატა პოსტების რაოდენობა
- ქართული კლავიატურა ჩაემატა პოსტის რედაქტორში და ვისაც უნიკოდი არ ექნება კომპიუტერზე, ქართულად წერის პრობლემა აღარ შეექმნება
- ფერადი ტექსტის წერა შეიძლება დღეიდან
- გვერდების გადასართველი თემის დასაწყისშიც ჩაემატა
- მომხმარებლის პროფილში ჩაემატა თემების და პოსტების ისტორია

მესმის რომ კიდევ არის მოუხერხებელი ნაწილები ფორუმზე. ვეცდები გამოვასწორო, მანამდე კი მადლობა აქტიურობისთვის და თანადგომისთვის :)
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...