სიახლე hack@CST – პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში
hackatcst

20-21-22 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში. ღონისძიებაში 5+ უნივერსიტეტი და 100-ზე მეტი სტუდენტია ჩართული ხოლო საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტუდენტს ან თუნდაც სკოლის მოსწავლეს ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლია. ჰაკათონის მთლიანი ორგანიზება უშუალოდ სტუდენტების მიერ ხდება.

იქნება საინტერესო საუბრები, გამოცდილი ადამიანების tech-talk-ები და speech-ები. მათი სია ღონისძიების საიტზეა გამოქვეყნებული: http://unihack.ge/

თვითონ ჰაკათონი 48 საათს გაგრძელდება და შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. ასევე სპონსორები თავიანთ ნომინაციებს და დამატებით პრიზებს წარმოადგენენ. რამდენიმე მათგანისგან იქნება სამსახურის დაწყების შეთავაზებაც.

მონაწილე გუნდებისთვის თემა შეზღუდული არ არის – Android აპლიკაცია, Chrome extension, ვებ აპლიკაცია, Arduino-ს პროგრამა, თამაში ან ნებისმიერი რამ, რაც გაგიხარდებათ.

რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 15 დეკემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის გასავლელად თქვენს შესაბამის ბმულს მიჰყევით:
- http://bit.ly/hack-cst-group (ჰაკათონის მონაწილე გუნდებისთვის)
- http://bit.ly/hack-cst-guest (სტუმრებისთვის)

სიახლე ecaHack ჰაკათონი თბილისში
innotec

GDG Tbilisi ჯგუფის ცნობით 28-30 ივნისს თბილისში ecaHack ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიება დროის მოკლე პერიოდში კოდის წერის და ჯგუფური მუშაობის ექსტრემალური, უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. ecaHack აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20 ქალაქში იმართება. თბილისის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით ბუქარესტში ფინალურ ჰაკათონზე გამეგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში კი 3 თვიან მენტორულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც დახვეწავს საკუთარ ბიზნეს იდეას და მას მსოფლიო დონის IT Startup-ად აქცევს.

მარათონი ანდროიდის პლატფორმაზე დაფუძნებულ მობილური აპლიკაციების შექმნას მოიაზრებს.თუმცა, მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ გუნდებსაც რომლებიც სხვა მობილურ პლატფორმაზე შექმიან აპლიკაციებს (გუნდი შედგება 2-3 წევრისაგან).

პროექტის მიზანია მონაწილეებმა შექმნან ისეთი აპლიკაციები რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ და რეგიონალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და ინტერესებს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 25 ივნისამდე, წინასწარი რეგისტრაცია.

როგორც პირველ ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს ჩვენი სპონსორებისაგან დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემა. პირველი გუნდი კი თავისთავად ბუქარესტის საგზურს მიიღებს.

3 დღიანი ღონისძიების განმავლობაში, მოწვეული სტუმრები Google, Linkedin, Cisco და სხვადასხვა IT კომპანიებიდან ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიურ მეწარმეობა, სტარტაპინგი, სოციალურ მედია-მარკეტინგი და სხვა. თუ გსურთ მხოლოდ ამ ორ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირება. ადგილები შეზღუდულია.

ecaHack თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია Samsung, კომპანია Gulf და საქართველოს უნივერსიტეტი.

გლობალურ დონეზე ecahack ჰაკათონს მხარს უჭერს Alcatel One touch.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ GDG თბილისის საიტს.
აღნიშნულ საიტზე ასევე გამოქვეყნებულია რჩევები, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი და იდეა. სტატიის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...