Google Code Jam 2012
ავტორი nikaj
წერილები: 48
nikaj says:
14 აპრილი 2012, 7:38
დაიწყო და მიმდინარეობს საკვალიფიკაციო ეტაპი. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭიროა 20 ქულა. მონაწილეობა შეუძლია ყველას ვისაც შეუსრულდა 18 წელი.

ლინკი:
https://code.google.com/codejam/contests.html
წერილები: 133
gojira says:
14 აპრილი 2012, 14:03
არაა საჭირო 18 წლის იყო :) ვისაც 18 არ შესრულებია, მონაწილეობა შეუძლია, უბრალოდ ფინალში ვერ მოხვდება.
წერილები: 133
gojira says:
16 აპრილი 2012, 16:05
საქართველოდან მონაწილეთა სია: http://www.go-hero.net/jam/12/regions/Georgia

4 მონაწილის სახელი არ მეცნობა, მაგრამ დანარჩენი 23 ნამდვილად საქართველოდან ვართ :) გილოცავთ.
წერილები: 54
varlevani says:
16 აპრილი 2012, 21:45
გილოცავთ მეც :)
წერილები: 48
nikaj says:
28 აპრილი 2012, 9:16
მე გავედი უკვე. გელოდებით სხვებს ერთ კვირაში :)
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 12:32
საღამოს 8 საათზეა მეორე რაუნდი, არ გამოგრჩეთ.
წერილები: 83
tsotne says:
5 მაისი 2012, 23:03
კარგი ამოცანები იყო :) მარა დაღლილი ვიყავი ძაან (vekua cup...) და დიდხანს მოვუნდი... ელდარ, მესამე როგორ გააკეთე? გილოცავ მაგარი შედეგია ძაან ;)
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 23:38
მე გავაკეთე რამდენიმე დაუსაბუთებელი დაშვება ალბათობის თეორიის მიდამოებიდან. მივყვეთ მსჯელობას.
ფაქტი 1: 500 რიცხვისგან სულ 2^500 განსხვავებული სიმრავლე აიღება
ფაქტი 2: ვინაიდან რიცხვები 10^12-ს არ აღემატება, მათი ჯამი 5*10^14-ზე ნაკლებია (რეალურად ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ რიცხვები განსხვავებულია) და შესაბამისად ამდენი განსხვავებული ჯამიც ვერ მიიღება.
ფაქტი 3: მოიძებნება ისეთი K, რომ თუ ავიღებთ K ცალ ნებისმიერ ქვესიმრავლეს 2^500 შესაძლოდან, მათ შორის მოიძებნება ორი სიმრავლე ტოლი ელემენტების ჯამით.
ინტუიცია: ისეთი K, რომლისთვისაც წინა ფაქტის დებულება დიდი ალბათობით შესრულდება ნებისმიერი შემთხვევით აღებული K ცალი ქვესიმრავლისთვის, არც ისე დიდია. ეს წააგავს "დაბადების დღეების ამოცანას" თუ რაც ჰქვია - რომ 30 (თუ რამდენიღაც) კაცში იმის ალბათობა, რომ რომელიმე ორი ერთ რიცხვშია დაბადებული, 0.5-ს აღემატება.

მე ავიღე K=5,000,000 შემთხვევითი ქვესიმრავლე ზუსტად 50 ელემენტით (ეგ 50 მეორე დაუსაბუთებელი კონსტანტაა ჩემს ამოხსნაში) და შევამოწმე, ერთნაირი ჯამი თუ გამოვიდა სადმე. თუ არა, კიდევ ერთხელ დავაგენერირე K ცალი და ა.შ. მეორე იტერაციის იქით არც ერთ ტესტზე არ წასულა ეგ ალგორითმი, ყველგან მალევე იპოვა. საბოლოო ჯამში, 10 ტესტს 5 წუთი მოანდომა.

ისე კი გასაგებია, რომ ნებისმიერ განსხვავებულ 46 რიცხვში გარანტირებულად მოიძებნება ორი ტოლი ჯამის მქონე ქვესიმრავლე (ვინაიდან 2^46 > 46*10^12). ამიტომ შეიძლებოდა დანარჩენების გადადგება და 46-ში meet-in-the-middle იდეაზე დაყრდნობით ამოხსნის მოძებნა, არ ვიცი დროში თუ გადიოდა. 46 სავარაუდოდ უხეში ზედა ზღვარია, იქნებ 40-იც ეყოს :)
წერილები: 83
tsotne says:
5 მაისი 2012, 23:51
მშვენიერი ამოხსნაა :)

meet-in-the-middle არ ვიცი, მარა ეს კარგია :დ რატომღაც არ დავფიქრებულვარ რომ ძაან ბევრი ჯამები გამეორდებოდა...

საინტერესოა თუ არსებობს ამოხსნები რომლებიც მხოლოდ წამებს ანდომებენ პასუხის პოვნას :?
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 23:56
ჯამების განმეორებას რაც შეეხება - ზურგჩანთის ამოცანას დინამიური პროგრამირება რატომ შველის, არ გიფიქრია? :)
წერილები: 83
tsotne says:
7 მაისი 2012, 12:31
კი რა თქმა უნდა მიფიქრია, მაგრამ random-ით ქვესიმრავლეების დაგენერირება ვეღარ მოვიფიქრე :D
წერილები: 48
nikaj says:
26 მაისი 2012, 17:40
20 წუთში იწყება მეორე რაუნდი

წარმატებები ყველას!
წერილები: 49
26 მაისი 2012, 20:42
@nikaj გილოცავ :)
ქართველი კიდე გავიდა ვინმე?
წერილები: 54
varlevani says:
26 მაისი 2012, 20:45
რატი და ნიკა გავიდნენ, გილოცავთ!

და კიდევ ანდრომ მოიგო მაისური, ვულოცავ! :-)
წერილები: 48
nikaj says:
26 მაისი 2012, 22:03
მადლობა

ამოცანები არ ვარგოდა რაღაც თორემ მეტი გავიდოდნენ ჩვენგან ალბათ.
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...