GeOI Team Selection 2012
ავტორი tsotne
შესარჩევი ტური
წერილები: 83
tsotne says:
20 მაისი 2012, 0:21
პირველმა დღემ ჩაიარა საბედნიეროდ ტექნიკური პრობლემების გარეშე :) სულ იყო 4 ამოცანა: რიცხვების დაბალანსება(A), კინო(B), მანძილის შემცირება(C) და ხაზები(D). B ამოცანა სპეციალურად მარტივი მოვიტანეთ და თითქმის ყველა მონაწილემ სრულად ამოხსნა :) თუმცა, სამწუხაროდ A და C ამოცანების ამოხსნა სრულად ვერავინ შეძლო. D ამოცანა კი სრულად ამოიხსნა მხოლოდ ერთი მონაწილის - თორნიკე მანძულაშვილის მიერ. ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ წინაა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ განვიხილოთ აქ ამოუხსნელი ამოცანები :)

პ.ს. ყველას წარმატებებს გისურვებთ მეორე დღეს ;)
წერილები: 83
tsotne says:
21 მაისი 2012, 13:02
მეორე დღემაც ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩაიარა :) ამ დღეს საერთო ჯამში უკეთესი შედეგი აჩვენეს. სრულად ამოიხსნა 3 ამოცანა ოთხიდან. ერთადერთი ამოუხსნელი ამოცანა დარჩა ჩემი ამოცანა "ხინკალი". ვულოცავ ნაკრების წევრებს, თორნიკე მანძულაშვილს (260+250=510), სხირტლაძე ჯიმშერს (165+320=485), სვანიძე ნიკოლოზს (205+270=475), ნადირაძე ნიკას (180+265=445) ამ გამარჯვებას.

1 ივნისიდან იწყება ნაკრების მეცადინეობები რომელიც გასტანს 10 დღეს. 1 ივნისიდან 1 კვირის განმავლობაში გამეცადინებთ მე. გირჩევთ შესარჩევის ამოცანები ივნისის დაწყებამდე ამოხსნათ. შეკითხვები დასვით აქ. ვფიქრობ შევძლებთ აპსოლვინგის ჩართვას, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. სავარაუდოდ პირველ დღეს მაინც შესარჩევის ამოცანებს დავუთმობ, ავხსნი რაც საჭიროა, მაგრამ იმავე დღეს უნდა მოვრჩეთ ამას. დანარჩენ დღეებში ვიმუშავებთ IOI-ს ამოცანებზე. ყოველ დღეს დაგეგმილია დილით შეჯიბრება (2 ან 3 ამოცანით) EJudge სისტემით. შემდეგ სადილი, ბოლოს კი გარჩევა და ამოცანების ამოხსნა UpSolving რეჟიმში. იმედი მაქვს ყველა კმაყოფილი დარჩებით.
წერილები: 11
21 მაისი 2012, 15:07
ის ტესტი მაინც ჩამეჭრა ?! tsotne
წერილები: 11
21 მაისი 2012, 15:23
upsolving დაიდება მალე ?
წერილები: 50
brolia says:
21 მაისი 2012, 22:31
სრული შედეგები სადაა ?
წერილები: 133
gojira says:
21 მაისი 2012, 22:33
აქაა შედეგებიც და მასალებიც: http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1073
წერილები: 48
nikaj says:
21 მაისი 2012, 22:36
ვულოცავ ნაკრების წევრებს! მთელი სეზონის შედეგებიდან გამომდინარე (თუნდაც ჯეოლიმპის) უძლიერესი ოთხეული მოხვდა ნაკრებში.

სექტემბრამდე დიდი დროა და მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ.
ნაკრების მეცადინეობებზე რასაც დაგავალებენ იმაზე მეტი უნდა გააკეთოთ. ანუ მასწავლებლები რასაც გასწავლიან მარტო ეგ არაა საკმარისი, მთავარი მაინც ინდივიდუალური მუშაობაა.
წერილები: 50
brolia says:
21 მაისი 2012, 22:42
დაძაბული ბრძოლა ყოფილა, პირველი დღის შედეგების მერე განსაკუთრებით.

პ.ს. გილოცავთ ნაკრების წევრებს.
წერილები: 83
tsotne says:
22 მაისი 2012, 1:36
@nikasvanidze

ბოდიში შემეშალა, გეთვლება ის ბოლო ტესტი შენ ;)

შოთა რუსთაველის ფონდის საიტზე "საკონკურსო ამოცანები და მათი ამოხსნები"-ში არამარტო ჟიურის ამოხსნა, არამედ თითოეული კონკურსანტის ამოხსნაა შენახული. აპსოლვინგი ახლო მომავალში ჩაირთვება, სავარაუდოდ ხვალ :)
წერილები: 54
varlevani says:
22 მაისი 2012, 2:59
გილოცავთ ნაკრების წევრებს! აბა თქვენ იცით, მაღალი სინჯის მედლები უნდა ჩამოიტანოთ სექტემბერში!
წერილები: 11
23 მაისი 2012, 16:41
upsoving ვიპოვე მაგრამ როდის ჩაირთვება ???
წერილები: 83
tsotne says:
23 მაისი 2012, 17:03
მე ვერ ვპოულობ და შენ სად იპოვე?
წერილები: 1
23 მაისი 2012, 18:37
contest_id არის 34 და 35 :) მაგრამ არ შედის
წერილები: 11
23 მაისი 2012, 18:38
@tsotne


http://ejudge.geolymp.org/cgi-bin/new-client?contest_id=34
http://ejudge.geolymp.org/cgi-bin/new-client?contest_id=35
წერილები: 83
tsotne says:
23 მაისი 2012, 18:39
როგორც ჩანს ჯერ არაა გამზადებული კონტესტი :)
წერილები: 74
Quick says:
23 მაისი 2012, 23:46
გავმართე ბოლომდე აპსოლვინგი. ლინკები წერია ზემოთ.
წერილები: 83
tsotne says:
24 მაისი 2012, 0:02
მშვენიერია :) აბა შეესიეთ ამოცანებს ;)

ისე, შემდეგში კარგი იქნება თვითონ ჯეოლიმპის საიტზე თუ ჩაემატება აპსოლვინგებში ეს ოლიმპიადაც (2011 წლის შესარჩევი როგორცაა)
წერილები: 48
nikaj says:
24 მაისი 2012, 0:12
შედეგები გამოაჩინე თუ შეგიძლია, მაინტერესებს ერთი ვინ რას ხსნის
წერილები: 15
tornike5 says:
24 მაისი 2012, 9:29
ცოტნე შენი ხინკალიც ამოიხსნა :)
წერილები: 83
tsotne says:
24 მაისი 2012, 11:08
მართლა? შენ გააკეთე? რომელი თორნიკე ხარ, მანძულაშვილი?
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...