TopCoder country rating TopCoder-ის გუშინდელი რაუნდის შემდეგ, საქართველომ მე-17 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ისტორიულად პირველად მოხდა, ამიტომ გვსურს ეს სიახლე გაგიზიაროთ :)

ქვეყნების სრული რეიტინგი ამ დროისთვის: http://community.topcoder.com/stat?c=country_avg_rating

TopCoder-ზე პერიოდულად იმართება პროგრამირების შეჯიბრებები, სადაც მთელი მსოფლიოს პროგრამისტები იღებენ მონაწილეობას.
ქვეყნების რეიტინგი ბოლო ექვსი თვის აქტივობის შედეგად ქვეყნდება. საქართველოს აქტიური მონაწილეების სიაში ამჟამად 46 ადამიანია.


TopCoder განთქმულია იმით, რომ მის შეჯიბრებზე ბევრი ძლიერი პროგრამისტი ასპარეზობს, ამიტომ პერიოდულად შედეგებს თვალს ადევნებენ სხვადასხვა დიდი კომპანიები (საიტზე შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ TopCoder-ის საქმიანობას) და მონაწილეებს შორის ახალ თანამშრომლებს ეძებენ. თუ გსურთ ბედის ცდა ამ ორგანიზაციებში ეს საიტი ერთ-ერთი გზაა გასაუბრებაზე მოხვედრისთვის. ასევე, იქ ვარჯიში დიდ გამოცდილებას იძლევა კოდის წერისთვის, იმის მიუხედავად თუ რა მიმართულებაზე მუშაობს პროგრამისტი.

ტოპკოდერზე რეგისტრაციის და მონაწილეობის ძალიან დეტალური ინსტრუქცია ელდარ ბოგდანოვმა ფორუმზე გამოაქვეყნა და მისი ნახვა ამ ბმულით შეგიძლიათ.