სიახლე პროგრამირების შეჯიბრი 'Robonaut 2' რობოტის განვითარებისთვის

Robonaut 2 პირველი ჰუმანოიდი რობოტია კოსმოსში. ის NASA-მ და General Motors-მა ერთობლივი ძალებით შექმნეს, რომ კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოსმონავტებს სახიფათო ან რუტინული სამუშაოების შესრულებაში დახმარებოდა. რობონავტი 2011 წლის თებერვალში კოსმოსში გაუშვეს და ის ახლაც იქ არის, თუმცა კლავ ბევრი გადასაჭრელი ამოცანაა დასმული რობოტის განსავითარებლად.

NASA-მ ტოპკოდერზე მორიგი შეჯიბრი წამოიწყო, რომელიც Robonaut 2 რობოტის "მხედველობის" დახვეწას ისახავს მიზნად. რობოტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პანელზე არსებული რამდენიმე ღილაკის და ჩამრთველის ადგილი და მდგომარეობა დაადგინოს. წარმატებული ალგორითმი რობოტის რამდენიმე კამერით სხვადასხვა განათების პირობებშიც კორექტულად უნდა მუშაობდეს.

აღნიშნული შეჯიბრი 1 აპრილიდან ტოპკოდერზე მარათონის სახით არის გაშვებული და 22 აპრილს სრულდება. მონაწილეობა ყველას შეუძლია, ვინც 18 წლის ზევით არის, ხოლო საპრიზო ფონდი 10,000 დოლარს შეადგენს:
1 ადგილი - $4000
2 ადგილი - $3000
3 ადგილი - $2000
4 ადგილი - $1000

აუცილებელია წერა C++ პროგრამირების ენის გამოყენებით.

თქვენს პროგრამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჰუმანოიდი რობოტის განვითარებაში და კოსმოსურ სადგურზეც მოხვდეს :)
შეჯიბრზე რეგისტრაციის ან წესების ნახვისთვის ამ ბმულს მიჰყევით: Topcoder Robonaut Challenge



სიახლე TopCoder Open 2013 - მსოფლიო მასშტაბის ღია ჩემპიონატი იწყება

ტოპკოდერი 2013 წლის ღია ჩემპიონატს იწყებს, რომელსაც ამჯერად კომპანია Google გაუწევს სპონსორობას. ალგორითმების შეჯიბრის საკვალიფიკაციო რაუნდები 23 თებერვალს 21 საათზე დაიწყება, სრული განრიგი ჩვენს ღონისძიების კალენდარზე უკვე მონიშნულია თბილისის დროით. მონაწილეობის მიღება კვლავ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც 18 წლის ან უფროსია. სამი ინტერნეტ რაუნდის შემდეგ ნახევარფინალისტები ვაშინგტონში გაემგზავრებიან, სადაც 2013 წლის 10-14 ნოემბერს დასწრებული შეჯიბრებები გაიმართება.

პირველი და მეორე რაუნდი 3-3ჯერ ტარდება, რომ დროის სხვაობის მიუხედავად ყველამ შეძლოს მონაწილეობა. ასევე, თუ, მაგალითად, პირველი რაუნდის პირველი შეჯიბრის შედეგად ვერ დაწინაურდით მეორე რაუნდში, შეგიძლიათ კვლავ წეროთ პირველი რაუნდის დანარჩენი შეჯიბრები და იბრძოლოთ გადასვლისთვის.

წელს ჯამური საპრიზო თანხა 300,000$-ს შეადგენს, თუმცა ის ალგორითმების გარდა TCO-ს სხვა ტიპის შეჯიბრებებზეც განაწილდება. მათ ვისაც სურს, რომ უბრალოდ ჩავიდეს ვაშინგტონში და ფინალურ რაუნდებს დაესწროს მონაწილეობის გარეშე, ტოპკოდერი რამდენიმე კონკურსს სთავაზობს საგზურის მოსაგებად - ერთ-ერთი მათგანი ფოტოკონკურსია და მის დეტალებს ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე TopCoder - საქართველო მე-17 ადგილზე
TopCoder country rating TopCoder-ის გუშინდელი რაუნდის შემდეგ, საქართველომ მე-17 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ისტორიულად პირველად მოხდა, ამიტომ გვსურს ეს სიახლე გაგიზიაროთ :)

ქვეყნების სრული რეიტინგი ამ დროისთვის: http://community.topcoder.com/stat?c=country_avg_rating

TopCoder-ზე პერიოდულად იმართება პროგრამირების შეჯიბრებები, სადაც მთელი მსოფლიოს პროგრამისტები იღებენ მონაწილეობას.
ქვეყნების რეიტინგი ბოლო ექვსი თვის აქტივობის შედეგად ქვეყნდება. საქართველოს აქტიური მონაწილეების სიაში ამჟამად 46 ადამიანია.


TopCoder განთქმულია იმით, რომ მის შეჯიბრებზე ბევრი ძლიერი პროგრამისტი ასპარეზობს, ამიტომ პერიოდულად შედეგებს თვალს ადევნებენ სხვადასხვა დიდი კომპანიები (საიტზე შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ TopCoder-ის საქმიანობას) და მონაწილეებს შორის ახალ თანამშრომლებს ეძებენ. თუ გსურთ ბედის ცდა ამ ორგანიზაციებში ეს საიტი ერთ-ერთი გზაა გასაუბრებაზე მოხვედრისთვის. ასევე, იქ ვარჯიში დიდ გამოცდილებას იძლევა კოდის წერისთვის, იმის მიუხედავად თუ რა მიმართულებაზე მუშაობს პროგრამისტი.

ტოპკოდერზე რეგისტრაციის და მონაწილეობის ძალიან დეტალური ინსტრუქცია ელდარ ბოგდანოვმა ფორუმზე გამოაქვეყნა და მისი ნახვა ამ ბმულით შეგიძლიათ.
სიახლე პირველი ადგილი ”CodeSprint 3
www.interviewstreet.com საიტზე მორიგი CodeSprint შეჯიბრება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ interview street-ს სხვადასხვა კომპანიები დეველოპერების საპოვნელად იყენებენ. შეჯიბრებებში ხშირად ამ კომპანიების real-world პრობლემებია გადასაჭრელი და არა მხოლოდ მათემატიკური ან კლასიკური ალგორთმების შემცველი ამოცანები.

აღნიშნულ საიტზე სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით პერიოდულად ტარდება შეჯიბრება, ხოლო ამოცანები ისევ ხელმისაწვდომი რჩება. მსურველებს შეუძლიათ ივარჯიშონ და ამოხსნები გაგზავნონ. CodeSprint ერთ-ერთი შეჯიბრებაა, რომელშიც როგორც წესი, რამდენიმე კომპანიაა ხოლმე ჩართული. მაგალითად, CodeSprint 3-ის სპონსორებს შორის იყვნენ Quora, Palantir, Pocket Gems, Box, Academia.edu.

1600 მონაწილეს შორის ერთ-ერთი მათგანი საქართველოდან იყო. ელდარ ბოგდანოვმა (gojira) პირველი ადგილი რამდენიმე მონაწილესთან გაინაწილა (სრული შედეგები ამ ბმულზეა, თუმცა სანახავად საიტზე ავტორიზაციაა საჭირო).

რამდენიმე დღის წინ მან მაღალი შედეგი აჩვენა TopCoder-ის 558 SRM-ზეც. ამ რაუნდში არა ერთ ჩემპიონს გადაუსწრო და მეათე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც მისმა რეიტინგმა კვლავ მკვეთრად აიწია.

ელდარ ბოგდანოვი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საოლიმპიადო გუნდების მწვრთნელია. თუ ამ უნივერსიტეტში სწავლობთ, ამოცანებს ხსნით და სურვილი გაქვთ უნივერსიტეტის გუნდებში ჩაერთოთ, შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ.
სიახლე დიდი ტურნირები იწყება

მოგესალმებით,

შეგახსნებეთ რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია გუგლის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე - Google Code Jam 2012. საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება შაბათს, 14 აპრილს, ღამის 3 საათზე და გაგრძელდება 15 აპრილის დილის 4 საათამდე.

ამ ალგორითმული ამოცანების ტურნირს გუგლი 2003 წლიდან მოყოლებული ატარებს. გასულ წელს 30,000-ზე მეტ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული კი იაპონელი rng_58 გახდა, რომელიც 10,000$-ით დაჯილდოვდა. ჩემპიონატის ფინალი გაიმართება ივლისში ნიუ იორკში არსებულ Google-ის ოფისში და მის მონაწილეებს მგზავრობის ხარჯებს ორგანიზატორები დაუფინანსებენ.

ამ პერიოდში ტარდება მეორე დიდი ჩემპიონატი - TopCoder Open 2012, რომლის სპონსორი წელს Facebook გახლავთ. TCO მსოფლიო მასშტაბის ტურნირია პროგრამირებასა და დიზაინში და ღიაა Topcoder-ის ყველა წევრისთვის, ვინც 18 წლის ან უფროსია. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ექვს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში - ალგორითმები, დიზაინი, დეველოპმენტი, მარათონი, Mod Dash, Studio Design. წელს საპრიზო ფონდი 300,000$-ზე მეტს შეადგენს. ასევე, ფინალისთვის ფლორიდაში გამგზავრება GCJ-ის მსგავსად ორგანიზატორის მიერ ფინანსირდება. მათ, ვინც TCO-ს პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდები გამოტოვა, კვლავ აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც 14 აპრილს გაიმართება (ჩვენი დროით 20:00 საათზე). ამისთვის მონაწილე ტურნირზე დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 24 საათით ადრე. მთელი ჩემპიონატის განრიგი ამ ბმულზეა.

ჩემპიონატებში მონაწილეების რაოდენობა ნუ შეგაშინებთ. არაერთი ქართველი მონაწილე გასულა მოწინავე ადგილებზე და ფინალშიც კი. ტოპკოდერისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ არენაში იმეცადინოთ, ხოლო ვისთვისაც ეს პირველი შეჯიბრია ამ პლატფორმაზე, დაგეხმარებათ შემდეგი პოსტი: Tutorial for Topcoder Newbies. დახმარებისთვის ყოველთვის გელით ჩვენს ფორუმზე.

გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე TopCoder Open 2011 - Finals!

როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, ამჟამად ნიკა ჯიმშელეიშვილი იმყოფება ფლორიდის ქალაქ ფორტ ლაუდერდეილში და TopCoder Open 2011 ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც ჩვენი დროით დღეს, 28 სექტემბერს, 9 საათზე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში TopCoder Open-ის ტურნირის ”ალგორითმების” შეჯიბრის ფინალში პირველად არის ქართველი მონაწილე.

გუშინ ჩატარდა ორივე ნახევარფინალი და ასევე wildcard რაუნდი ”ალგორითმების” შეჯიბრში. საბოლოო ფინალისტების სია კი ასე გამოიყურება: http://community.topcoder.com/tco11/algorithm/algorithm-advancers-bracket

შეჯიბრებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Live stream-ის საშუალებით, რომელიც ტოპკოდერის საიტზე გამოქვეყნდება: http://community.topcoder.com/tc

ხოლო, მათთვის ვინც რეგისტრირებულია საიტზე და აქვს ტოპკოდერის არენის აპლიკაცია, შესაძლებელია მოვლენების ყურება არენიდან, სადაც live რეჟიმში ჩანს თუ როდის აკომპილირებს ან გზავნის მონაწილე ამოცანის ამოხსნას.

Update: ფინალი დასრულდა :) ნიკამ კი მესამე ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას :)

სიახლე მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური რაუნდები ახლოვდება

ამ წლის გაზაფხულზე ორი დიდი ჩემპიონატის დასაწყისი ვნახეთ. მარტში Topcoder Open-ის, ხოლო მაისში რუსეთის ღია ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდები ჩატარდა. აღნიშნულ შეჯიბრებებზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ძლიერი პროგრამისტები იღებენ მონაწილეობას და მათი რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. ფინალისტებს შორის არის ქართველი მონაწილეც - ნიკა ჯიმშელეიშვილი, რომელიც TCO 2011-ის ფინალზე ფლორიდაში გაემგზავრება. საბოლოო შეჯიბრებამდე მხოლოდ 11 დღე დარჩა. მანამდე კი ის 18 სექტემბერს დაგეგმილ რუსეთის ღია ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზებს.

Topcoder Open 2011-ის ფინალისტების სიის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით. ხოლო რუსეთის ჩემპიონატის ფინალში დაწინაურებული ქვეყნების სია ამ ბმულზეა.

მხარი დავუჭიროთ ნიკას და ვუსურვოთ წარმატებები :)

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...