2013 წლის 11 მაისს 12:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მესამე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.