2013 წლის 8 ივნისს 14:30 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეხუთე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველებმა 6 ივნისის ჩათვლით აუცილებლად უნდა შეავსონ უნივერსიტეტის ონლაინ ფორმა ამ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1YBhtz8AwucENjt8KL3H_zie2Iex3oTNwb40zL95L4CU/viewform

შეჯიბრის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ XI (ბიოლოგების) კორპუსის #323 რესურს ცენტრში 14:00 საათზე.

გელით :)