ყურადღება!
მეოთხე ეპიზოდის D ამოცანის ტესტებში უზუსტობა იყო გაპარული, კერძოდ ტესტები შეიცავდა Windows-ისთვის მორგებულ ხაზის დამთავრების სიმბოლოებს, ხოლო ამოხსნების ტესტირება Linux-ში ხდება. ამის გამო მიღებული იყო D ამოცანის ყველა ამოხსნის თავიდან ტესტირების გადაწყვეტილება. შედეგად ნიკოლოზ გაბისონიას ამოხსნა სწორი აღმოჩნდა. ეს უკვე ასახულია ამ შეჯიბრის და მთელი სერიის შედეგებში.