დღეს გაიმართა ჩვენი წლევანდელი სერიის ფინალური შეჯიბრი. ღონისძიებას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ფინალს ორგანიზაცია თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია და იგი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდა.
პირველი სამი ადგილი ასე განაწილდა:1. ცოტნე ტაბიძე (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა)
2. ლევან ვარამაშვილი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. ირაკლი მერაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მეორე და მესამე ადგილოსნებს შესაბამისად 500 და 320 GB ტევადობის გარე ვინჩესტერები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს კომპანია LeavingStone-მა გადასცა საჩუქრად ელექტრონული წიგნების წამკითხველი მოწყობილობა Amazon Kindle.
სრული შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
ფინალური შეჯიბრის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ფინალის ამოცანებზე გამართულ ინტერნეტ-რაუნდში პირველი ადგილი აიღო ნიკა ჯიმშელეიშვილმა, მეორეზე მარი კობიაშვილი, ხოლო მესამეზე გიორგი ნადირაძე გავიდა. სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.
ჩვენ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას გისურვებთ მომავალ წარმატებებს!