საიტის ფუნქციონალის აღდგენასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ მალე დაიწყება საოლიმპიადო სეზონი, გადავწყვიტეთ ერთი რიგგარეშე შეჯიბრი შემოგთავაზოთ. შეჯიბრს ჩვენი ჩვეულებრივი ეპიზოდის ფორმატი ექნება, ანუ ხანგრძლივობაში 2 საათი და ამოცანების რაოდენობა 5 ცალი. შეჯიბრი კონკურსგარეშე ჩატარდება.

ამავე დროს გვესმის, რომ ბევრი შეიძლება დასასვენებლად იყოს წასული და არ გვინდა, ავტორების ძალისხმევა ტყუილად დაიხარჯოს. ამიტომ ჩავატარებთ პატარა გამოკითხვას და მის შედეგებზე დაყრდნობით გადავწყვეტთ, ღირს თუ არა ახლა შეჯიბრის დანიშვნა. გთხოვთ, მაქსიმალურად რეალური პასუხები დააფიქსიროთ.