მოგესალმებით ყველას!

დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ვიწყებთ პროგრამირებაში შეჯიბრებათა მესამე ციკლს "GeOlymp Series 2012". წინა ორის მსგავსად, ეს ციკლიც 5 ინტერნეტ-რაუნდისგან შედგება და დასწრებული ფინალით დაგვირგვინდება. სერიის წესები და ფორმატი შეგიძლიათ აქ იხილოთ.

შეჯიბრები eJudge მატესტირებელი სისტემის მეშვეობით ჩატარდება. მათ, ვისაც არ მიგიღიათ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში ან არ გისარგებლიათ eJudge სისტემით, გთავაზობთ წაიკითხოთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი. ასევე შეგიძლიათ GeOlymp-ის მიერ წარსულში ჩატარებული ოლიმპიადების ამოცანების წაკითხვა და ამოხსნების გაგზავნა ”Upsolving”-ის მეშვეობით.

პირველი ეპიზოდის ჩატარებას 24 მარტს ვგეგმავთ, თუმცა შეიძლება მისი 1 კვირით გადაწევა მოგვიწიოს სხვა ღონისძიებასთან გადაკვეთის გამო.

გელით!