ე. პანკრატიევის სახელობის ღია თასი წელიწადში ორჯერ ტარდება და რამდენიმე გუნდური შეჯიბრებისგან შედგება. ამ გაზაფხულის სერიის დასკვნითი რაუნდი დღეს ჩატარდა.

საერთო შედეგებში 600 გუნდიდან თბილისის გუნდი 35-ე ადგილზე გავიდა, ხოლო კავკასიაში ეს გუნდი პირველ ადგილს იკავებს:

1. Tbilisi SU Epic Losers. გუნდის შემადგენლობაში ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი და გიორგი საღინაძე არიან.
კავკასიის რეგიონში მეორე და მესამე ადგილები ასევე ქართულ გუნდებს ეკუთვნით:
2. Tbilisi SU #1 - სეზონის ძირითადი ნაწილი გუნდმა იასპარეზა შემადგენლობით: ნოდარ ამბროლაძე, გიორგი შავგულიძე, ზურა ისაკაძე.
3. Tbilisi FreeUni ADA - ხატია ჭითაშვილი, მარიამ დანელია, დათა ლაპიაშვილი

აღსანიშნავია მთელი სეზონის მანძილზე ქართული გუნდების მობილიზება და მაღალი შედეგები. მეხუთე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთ გუნდს ერგო. საგანმანათლებლო ცენტრ "მზიურის" ორი მოსწავლეთა გუნდი მე-7 და მე-8 ადგილებზე განლაგდა, ქუთაისის მოსწავლეთა გუნდი მე-9 ადგილზე, ხოლო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გუნდი მე-10 ადგილს იკავებს. პირველ 20-ეულში სულ 16 ქართული გუნდი მოხვდა.

სრული შედეგები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.