დიდი სიხარულით გვინდა გამოვაცხადოთ, რომ "GeOlymp Series 2010"-ს პირველი სპონსორი გაუჩნდა! ესაა კომპანია JSC Georgian Card. "ჯორჯიან ქარდის" მიერ ხორციელდება საქართველოში მოქმედი პლასტიკური ბარათების უმეტესობის გამოშვება და ბანკომატების უდიდესი ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერა. ასევე კომპანია "ჯორჯიან ქარდი" გთავაზობთ ონლაინ-გადახდების ფართო არჩევანს.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით კომპანია "ჯორჯიან ქარდს" "GeOlymp Series 2010"-ის მხარდაჭერისთვის. მათი დახმარებით, შეგვიძლია ჩვენს ციკლში სიახლეების შემოტანა და ვაპირებთ კიდევაც ამის გაკეთებას III ეპიზოდშივე. ასევე III ეპიზოდის შემდეგ მოგვარებული იქნება სერვერის ჩართულობის პრობლემაც.