პირველი რაუნდის ამოცანების გარჩევების მოლოდინში თქვენ შეგიძლიათ მასზე შემოთავაზებული ამოცანების თქვენით ბოლომდე მიყვანა. სერვერზე შექმნილია სპეციალური კონტესტი, სადაც ამჟამად პირველი რაუნდის ამოცანებია დამატებული და მომავალში ყველა ჩატარებული რაუნდის ამოცანებიც ნელ-ნელა გამოჩნდება. კონტესტის დრო არაა შეზღუდული და მასში შესვლა როგორც პირველი რაუნდის მონაწილეებს, ასევე სხვა ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლია.

კონტესტზე შესასვლელად მიჰყევით ბმულს.