წერილები: 133
gojira says:
15 მაისი 2012, 13:17
ალგორითმი დადე, ისე როგორ დაგეხმარებიან :D
წერილები: 133
gojira says:
15 მაისი 2012, 0:04
@tsotne
არ სჭირდება პროგრესიის პოვნას მანდ დინამიური პროგრამირება. ასეთი ფსევდოკუბური მიდგომა უფრო სწრაფად იმუშავებს: გადავარჩიოთ პროგრესიის პირველი წევრი და სხვაობა, შემდეგ კი ვნახოთ რამხელა პროგრესია გამოვიდა. პირველი წევრი მიახლოებით 250 ცალი იქნება (ანუ 5000 რიცხვს შორის მარტივების რაოდენობა), სხვაობა სულ 5000 ცალი და პროგრესია 10-ზე გრძელი არ მოიძებნება.

@aazizian
წრფივ დროში იხსნება ამოცანა შემავალი მონაცემების მიმართ, შენ ექსპონენციურად ხსნი :)
წერილები: 133
gojira says:
13 მაისი 2012, 14:07
Upsolving-ში ამოცანები დაემატა.
წერილები: 133
gojira says:
13 მაისი 2012, 13:36
შეჯიბრის დამთავრებისთანავე გიპასუხებ.
წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 23:05
მოკლედ ამდენი დრო დამახარჯინა და ბოლოს დემაგოგობა დამაბრალა. ახლა მე დაგიწერ ვრცელ პასუხს და იმედი მაქვს, რომ შენთვის ჩვეული უაღრესი დაკვირვებულობით წაიკითხავ, სანამ დააპირებ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას.

wiktionary-ს იმ გვერდზე, რომლის ბმული აქ დადე, გარკვევით წერია, რომ feedback-ის მნიშვნელობაა "Critical assessment on information produced". ვინაიდან თვითონ ამბობ, რომ ინგლისური არ იცი, შემიძლია გითხრა რომ იქ წერია "მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება". როგორც ხედავ, უკუკავშირთან ამას საერთო არ აქვს. მეორეს მხვრივ, უამრავი საიტი, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ სერვისს აწვდის, დაინტერესებულია მომხმარებლის აზრით მისი სერვისის ხარისხის შესახებ და პოტენციური გაუმჯობესებების შემოთავაზებით. ამიტომ ისინი საიტზე მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას ტოვებენ საშუალებას მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდების და ხშირად ამ საშუალებას არქმევენ feedback-ს. გარკვეულწილად ეს მართლაც უკუკავშირის საშუალება გამოდის, ოღონდ სპეფიციურ თემაზე.

შენს დაკვირვებულობაზე მოგვითხრობდი ამ მიმოწერაში: http://www.facebook.com/geolymp/posts/414577579969

რაც შეეხება ქართულ ფორუმზე მეტყველების წესებს, გავიმეორებ რომ პროგრამირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები ისეთი სფეროა, რომელშიც არის უამრავი ცნება ქართული შესატყვისის გარეშე. მათი ქართული სიტყვებით მოხსენიებას აუცილებლად არ ვთვლი, მეტიც - ჩემი აზრით ეს არაა მიზანშეწონილი. ამ სფეროში მოღვაწე ხალხს ადრე თუ გვიან მოგიწევთ ინგლისური ენის სწავლა და არაფერში დაგეხმარებათ, თუ სულ ნოლიდან შეიქმნება ქართული ტერმინოლოგია და მისი შესწავლაც მოგიწევთ ინგლისურთან ერთად. სავსებით საკმარისია, რომ ცნებების უმეტესობას გაქართულებული ინგლისური ტერმინები ერქვას, მაგალითად implementation - იმპლემენტაცია, algorithm - ალგორითმი და ასე შემდეგ.

თემის ქვესათაური ჩავასწორე, რომ იმ ერთეულებმა, ვინც ინგლისური არ იცის, გაიგონ რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა "feedback".

რაც შეეხება ჩვენს კომპილატორს, გაგზავნისას შეგიძლია იხილო მისი ვერსია - GNU C++ 4.3.2. არა, მე არ მინდა მაგის ცნობარის დაწერა. ეს არის მაგ კომპილატორის შემქმნელების საქმე, ანაც იმათი, ვინც შესაბამის სტანდარტს ქმნის. მაგალითად, აქ არის აღწერილი 4.3 ვერსიის ცვლილებები წინასთან შედარებით: http://gcc.gnu.org/gcc-4.3/changes.html
ამის ნაცვლად უნდა ისწავლოთ კომპილატორის შეცდომების წაკითხვა და პროგრამაში შესაბამისი შესწორებების სწრაფად განხორციელება. გარკვეული გამოცდილებით ისწავლით კოდის ისე დაწერასაც, რომ განსხვავებულ ადექვატურ კომპილატორში იგი მაინც კომპილირდებოდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ სიტყვა feedback-ის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს საბოლოო პასუხი გავეცი და ვინაიდან ამ თემაში ამ დისკუსიის ადგილი ისედაც არ იყო, ნებისმიერ ახალ თემასთან შეუსაბამო პოსტს წავშლი. თუ მაინც და მაინც ვინმეს მოუნდება იმ დისკუსიის გაგრძელება, გახსენით სხვაგან თემა და ისაუბრეთ.
წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 19:18
ზოგიერთმა კითხვაც არ იცის, მაგრამ ამის გამო საიტს ტექსტის ნაცვლად საბავშვო სურათებით არ შევავსებთ.

შენი სიტყვებით ძალიან დაკვირვებული ხარ და მაშინ დააკვირდი ჩემს პოსტს და იპოვე სად წერია, რომ სხვა რაღაცას ნიშნავს.

"და დამკვიდრებულიც თუ არის ეგ ცუდია რას ნიშნავს , ქართული სიტყვაა? თუ ინტერნაციონალური. ინტერნაციონალური მარტო CV ვიცი მე. ნუ კიდევ არის მგონი ცოტა." - ამას ვინც გაშიფრავს იმან გიპასუხოს.
წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 13:28
giorgi123
შესაბამისი ოფიციალური ორგანო (NAEC) სანამ არ გამოაქვეყნებს თავისი "ტესტური დავალებების" გვერდზე, არ გვაქვს უფლება.
წერილები: 133
gojira says:
12 მაისი 2012, 13:20
ვინაიდან GeOlymp-ზე ქულა იწერება მხოლოდ სრულად სწორ ამოხსნაში, პირველივე არასწორად შესრულებულ ტესტზე შემოწმება ჩერდება. Linux აქ არაფერ შუაშია. მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ქულა იწერება ყოველ ტესტში ცალ-ცალკე და ამიტომ შემოწმება ყოველთვის ყველა ტესტზე ხდება.
წერილები: 133
gojira says:
11 მაისი 2012, 12:53
practice-ში ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია.
წერილები: 133
gojira says:
11 მაისი 2012, 12:50
არსად წერია რომ შეგიძლიათ და თან 2A რაუნდს რომ არ ჰქონდა პარალელური, იქიდან ვასკვნი რომ ნამდვილად არ შეგეძლებათ :)
წერილები: 133
gojira says:
11 მაისი 2012, 12:46
წესებში არის ასეთი პარაგრაფი:
For each of Online Rounds 2B, 2C and 3B, TopCoder will organize a parallel round (with the same problems) where the Competitors who have already advanced will be able to compete. All these parallel rounds are rated.

ანუ პარალელური რაუნდი ჩატარდება, მაგრამ მონაწილეობა როგორც ჩანს მხოლოდ მესამე რაუნდში გადასულ ხალხს შეეძლება.
წერილები: 133
gojira says:
9 მაისი 2012, 23:00
@varlevani
მე როგორც მესმის თავის არიდების მნიშვნელობა, იმ მნიშვნელობით ცალსახად შენ არიდებდი აქამდე.

ყველაფერში რა შედის? პროგრამირების სფეროს უამრავ ცნებას არ გააჩნია ქართული შესატყვისი და ყველა რამე უცნაური ქართული სიტყვით უნდა მოიხსენიო? Feedback საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ზოგადად საიტებზე კარგად დამკვიდრებული ტერმინია და უმეტესობას ესმის რაზეა საუბარი, ხოლო "უკუკავშირი" არ შეესაბამება მის შინაარსს. რატომ უნდა იძალადო?
წერილები: 133
gojira says:
9 მაისი 2012, 0:27
@Dixtosa
რა ინფორმატიული პოსტია. სიტყვა Feedback-ის შეუსაბამობის თემა ვინც გააჟღერა, იმან მერე პასუხს თავი აარიდა თუ რას უწუნებს ამ სიტყვას და ნეტავ შენ თუ გვეტყვი რა სჭირს.
წერილები: 133
gojira says:
6 მაისი 2012, 16:53
ტესტების გამოქვეყნებას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ ვახორციელებთ.
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 23:56
ჯამების განმეორებას რაც შეეხება - ზურგჩანთის ამოცანას დინამიური პროგრამირება რატომ შველის, არ გიფიქრია? :)
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 23:38
მე გავაკეთე რამდენიმე დაუსაბუთებელი დაშვება ალბათობის თეორიის მიდამოებიდან. მივყვეთ მსჯელობას.
ფაქტი 1: 500 რიცხვისგან სულ 2^500 განსხვავებული სიმრავლე აიღება
ფაქტი 2: ვინაიდან რიცხვები 10^12-ს არ აღემატება, მათი ჯამი 5*10^14-ზე ნაკლებია (რეალურად ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ რიცხვები განსხვავებულია) და შესაბამისად ამდენი განსხვავებული ჯამიც ვერ მიიღება.
ფაქტი 3: მოიძებნება ისეთი K, რომ თუ ავიღებთ K ცალ ნებისმიერ ქვესიმრავლეს 2^500 შესაძლოდან, მათ შორის მოიძებნება ორი სიმრავლე ტოლი ელემენტების ჯამით.
ინტუიცია: ისეთი K, რომლისთვისაც წინა ფაქტის დებულება დიდი ალბათობით შესრულდება ნებისმიერი შემთხვევით აღებული K ცალი ქვესიმრავლისთვის, არც ისე დიდია. ეს წააგავს "დაბადების დღეების ამოცანას" თუ რაც ჰქვია - რომ 30 (თუ რამდენიღაც) კაცში იმის ალბათობა, რომ რომელიმე ორი ერთ რიცხვშია დაბადებული, 0.5-ს აღემატება.

მე ავიღე K=5,000,000 შემთხვევითი ქვესიმრავლე ზუსტად 50 ელემენტით (ეგ 50 მეორე დაუსაბუთებელი კონსტანტაა ჩემს ამოხსნაში) და შევამოწმე, ერთნაირი ჯამი თუ გამოვიდა სადმე. თუ არა, კიდევ ერთხელ დავაგენერირე K ცალი და ა.შ. მეორე იტერაციის იქით არც ერთ ტესტზე არ წასულა ეგ ალგორითმი, ყველგან მალევე იპოვა. საბოლოო ჯამში, 10 ტესტს 5 წუთი მოანდომა.

ისე კი გასაგებია, რომ ნებისმიერ განსხვავებულ 46 რიცხვში გარანტირებულად მოიძებნება ორი ტოლი ჯამის მქონე ქვესიმრავლე (ვინაიდან 2^46 > 46*10^12). ამიტომ შეიძლებოდა დანარჩენების გადადგება და 46-ში meet-in-the-middle იდეაზე დაყრდნობით ამოხსნის მოძებნა, არ ვიცი დროში თუ გადიოდა. 46 სავარაუდოდ უხეში ზედა ზღვარია, იქნებ 40-იც ეყოს :)
წერილები: 133
gojira says:
5 მაისი 2012, 12:32
საღამოს 8 საათზეა მეორე რაუნდი, არ გამოგრჩეთ.
წერილები: 133
gojira says:
4 მაისი 2012, 9:41
ასეთი შეკითხვებისთვის ფორუმი არსებობს.
წერილები: 133
gojira says:
24 აპრილი 2012, 13:14
ძალიან ბევრი კია, მაგრამ უმეტესობა ნაკლებად გამოიყენება ჩვენს მიერ. Timus დაამატე, სხვა არა მგონია საჭირო იყოს.
წერილები: 133
gojira says:
24 აპრილი 2012, 13:12
როდესაც დაწერილი კოდი ყველა მაგალითს გადის და ამოცანა სულელური სიმულაციაა, ხშირად კითხულობ მაგალითების ახსნებს? :E

P.S. გილოცავ ;) ერთხელ წერის მერე უნდა დაგიჭირო რო ეგ ცისარტყელა დამანახო :D
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...