GeOlymp 2010-2011 Episodes
ავტორი lashabuxo
წერილები: 58
lashabuxo says:
4 მაისი 2012, 21:19

შეკითხვები 2010-2011 წლის შეჯიბრებების შესახებ აქ დავდოთ :)
წერილები: 58
lashabuxo says:
4 მაისი 2012, 21:44
mainteresebs 2010 wlis finalis D amocanashi uketesei idea: me maqvs aseti :dinamiurad vitvli ramdennairad miva (1,1) wertilidan pirvel aucileblad gamaval wertilze ,shemdeg am wertilidan shemdeg aucileblad gamaval wertilze ramdennairad miva imas vitvli da ase shemdeg gavagrdzeleb sanam bolo aucileblad gamaval wertilze ar miva da roca miva mashin vitvli am wertilidan bolo wertilze (n,m) ze ramdennairad miva. ufro kargad rom gaigot ai ase vaketeb:
n=5 m=5
k=2 k(1)=2,2 k(2)=3,4
1 1 0 0 0
1 2 2 2 0
0 2 4 6 6
0 0 0 6 12
0 0 0 6 18 am ideit ki droshi mechreba :(
წერილები: 48
nikaj says:
5 მაისი 2012, 4:10
ეგ ამოხსნა სწორ პასუხს კი მიიღებს მაგრამ 100000x100000 მასივი მეხსიერებაში არ ჩაეტევა (მასივების შემცირება შეიძლება მაგრამ მაინც დროში ჩავარდება).

უკეთესი ამოხსნისთვის უნდა ეცადო რომ ერთი ადგილიდან მეორეში მიმავალი გზების რაოდენობა ფორმულის გამოყენებით დათვალო და ბოლოს ეგ რიცხვები გადაამრავლო.
წერილები: 58
lashabuxo says:
5 მაისი 2012, 9:18
dinamiur daprogramebas pormula aaqvs?
წერილები: 54
varlevani says:
5 მაისი 2012, 10:35
გაინტერესებს რამდენი გზით შეგიძლია მიხვიდე წერტილიდან წერტილამდე.
ეს იგივეა რაც ეს ამოცანა - რამდენი გზით შეიძლება მიხვიდე -დან წერტილში?

არც ისე რთულად მტკიცდება, რომ -დან -ში მისასვლელი გზების რაოდენობა არის
წერილები: 58
lashabuxo says:
5 მაისი 2012, 11:00
va es ar vicodi :)
წერილები: 16
7 მაისი 2012, 15:14
@varlevani:
მაგისთვის 0 იდან n+m მდე ყველა რიცხვის ფაქტორიალი ხო უნდა გქონდეს დათვლილი, და:
Ans = Fact[x+y] / (Fact[x] * Fact[y]);
პასუხში უზუსტობას არ მოგვცემს,იმიტომ რომ მასივში ფაქტორიალები კი არა
1000000009 ზე გაყოფისას მიღებული ნაშთები გვიწერია,და ჩემი აზრით ნაშთების გამრავლებით და გაყოფით სწორ პასუხს ვერ მივიღებთ.
ჩემ ამოხსნაში ალბათ ეგ მაქ შეცდომა და ხო არ იცი ეგ პრობლემა თავიან როგორ ავიცილო?
წერილები: 83
tsotne says:
7 მაისი 2012, 15:45
@gskhirtladze03

რა თქმა უნდა, როცა ნაშთებს ინახავ, გაყოფის ოპერაცია არასწორ პასუხს გვაძლევს. ნაშთებზე შესაძლებელია უპრობლემოდ ჩავატაროთ დანარჩენი (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, ახარისხება) ოპერაციები. გაყოფის დროს შემდეგნაირად ვიქცევით.

ვთქვათ გვინდა ვიპოვოთ (P მარტივია. 1000000009-ც მარტივია) ვიქცევით შემდეგნაირად.

ფერმას მცირე თეორემის თანახმად , ამიტომ
ე.ი. გაყოფის ოპერაცია ჩავანაცვლეთ გამრავლების და ახარისხების ოპერაციით:
წერილები: 16
7 მაისი 2012, 20:51
მადლობა ცოტნე,გავატარე.
წერილები: 83
tsotne says:
8 მაისი 2012, 0:00
არაფერს :) თუ რაიმე დაგჭირდება კიდევ იკითხე ;)
წერილები: 58
lashabuxo says:
8 მაისი 2012, 17:12
მეც ეგ მაინტერესებდა გიორგი შენ რაც იკითხე; ცოტნე მგონი ერთი პატარა გამონაკლისია თუ 2-ივე A-ც და B-ც 1000000009-ის ჯერადებისა მაშინ ნებისმიერი შეიძლება იყოს A/B.გიორგი მართალია ამ ამოცანაში შეზღუდვების თანახმად არ ჩაიჭრება პროგრამა მაგრამ საზოგადოდ შეიძლება რაღაც ტესტი ვერ გაიაროს სხვა ამოცანებში.მადლობა მეც გავატარენ :)
წერილები: 16
8 მაისი 2012, 17:25
@lashabuxo
პროგრამა რომ არასწორ პასუხზე ჩაიჭრას მაშინ და მაშინ პროგრამა დროშიც ვერ ჩაეტევა.
წერილები: 58
lashabuxo says:
8 მაისი 2012, 17:34
@gskhirtladze03
მართალი ხარ და ამიტომაც ვთქვი ამ შემთხვევაში არ ჩაიჭრებათქო,მითუმეტეს რომ ორივე არ აღემატება 100 000
წერილები: 83
tsotne says:
8 მაისი 2012, 19:47
ჰო რა თქმა უნდა სწორი ხარ, ეგრეა. არ აღვნიშნე უბრალოდ. მეტიც, 1000000009-ის მაგივრად სხვა მარტივი რიცხვებისთვისაა ეს მხოლოდ სწორი. არამარტივებისთვის არ მუშაობს.
წერილები: 12
qasrava says:
29 მაისი 2012, 11:42
Gtxovt mitxrat an mimanishnot 2011 wlis finalis c amocanis me5 da g amocanis me7 testi.winaswar madloba imedia damexmarebit.

warning: ერთიდაიგივეს რამდენჯერმე ნუ პოსტავ. წერე ქართულად.
წერილები: 12
qasrava says:
29 მაისი 2012, 17:12
კარგით აჰა:
გთხოვთ მითხრათ ან მიმანიშნოთ 2011 წლის ფინალის C ამოცანის მე-5 და G ამოცანის მე-7 ტესტი. წინასწარ მადლობა,იმედია დამეხმარებით!!!
წერილები: 133
gojira says:
29 მაისი 2012, 18:30
@qasrava
"დახმარება" doesn't work this way. მე-K ტესტი მითხარითო კი არა, "აი ასე და ასე ვხსნი და მე-K ტესტზე მივარდება და ხომ ვერ მეტყვით იდეაში რა შეცდომა მაქვს?" სახის შეკითხვებს უნდა სვამდეთ. იმდენად პატარა ტესტებია C-ს მე-5ეც და G-ს მე-7ეც, რომ ჩემთვის გასაგებია რომ ლოკალურად კოდს წესიერად არ ტესტავ.

@მოდერატორი რომელმაც warning ჩაუწერა: ახლა რაც დავწერე შენ უნდა დაგეწერა. მაგდენის თავი თუ გქონდა, რომ warning მიგეცა, ბარემ პასუხის გაგეცა.
წერილები: 12
qasrava says:
29 მაისი 2012, 23:21
გავატარე G,მაგრამ C დროში მეჭრება მე-10 ზე :(
წერილები: 83
tsotne says:
30 მაისი 2012, 0:19
@eldar

გასაგებია, რომ ტესტს არ მიცემდი და ის უნდა ეკითხა რაც დაწერე. მაგრამ, მე სრულყოფილ პასუხს ვერ გავცემდი, ერთადერთი შენ შეგეძლო ამ ადამიანის დახმარება და ვიფიქრე დაწერდი "ტესტს ვერ გიჩვენებ, მაგრამ შენი კოდიდან გამომდინარე მემგონი იდეა გაქვს არასწორი" ან რამე ეგეთი (ყოველ შემთხვევაში მეგონა რომ რაიმე მინიშნებას მიცემდი). მე უნდა დამეწერა, რომ ტესტს ვერ გიჩვენებთ, მაგრამ მოვა ელდარი და ის დაგეხმარება :)

ჩემი საქმე რაც იყო, ზედმეტი პოსტები წავშალე :) ჯეოლიმპის ამოცანების ტესტებთან და ამოხსნებთან კი არ მაქვს მე შეხება ;) თანაც, შენვე გაქვს ნათქვამი, რომ გამონაკლის შემტხვევების გარდა ტესტებს არ იძლევიან :) ანუ რაღაც შანსი იყო რომ მიგეცა ტესტი (თუ ბევრი ნაწვალები ექნებოდა ეჯადჯში)
წერილები: 133
gojira says:
30 მაისი 2012, 0:52
@tsotne
შენს ლოგიკაში ერთი პრობლემაა მხოლოდ - ეგ ფორუმი ხო არაა წევრების და ელდარის მიმოწერისთვის, ეგ ფორუმი არის რომ ყველამ გაუზიაროს ერთმანეთს აზრები. ამიტომ რამეს რომ წერენ, უნდა დაწერონ ყველასთვის გასაგებად. მითუმეტეს მე რატო უნდა მქონდეს ვინმეს კოდში ჩახედვის თავი :)

@qasrava
ეჰ ვერ გასწავლე ვერაფერი. C მეჭრებაო ამბობ და ადამიანმა უნდა იმარჩიელოს რა გიწერია და რატომ არ მუშაობს სწრაფად. აღწერე შენი ალგორითმი, შეაფასე ნაბიჯების რაოდენობა და შეიძლება სულ აღარ დასვა შეკითხვა, იმიტომ რომ მიხვდე რომ ნელია. აი ჩავიხედე შენს კოდში (შენიც არაა პრინციპში) და იდეა საერთოდ ვერ გავიგე. ერთი ციკლი i-k-დან i-მდე ტრიალებს, მეორე [j-k, j+k]-ში, k 70-ია - საიდან ეგ უცნაური რიცხვები?

ასე თუ ისე, 4 ჩადგმული ციკლი გაქვს, რომლებიც საზოგადოდ N-მდე უნდა ტრიალებდნენ და N^4 (300^4) რიგის რაოდენობა ოპერაცია 1 წამში არ მუშაობს. შეეცადე ამოცანაზე ასე იფიქრო: ჯვრის ცენტრი რომ დააფიქსირო და შემდეგ თითო-თითოთი გაზარდო მისი გვერდები, N^4-ზე სწრაფი (N^3 ანუ) ხომ არ შეიძლება მიიღო.
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...