GeOlymp 2012 - III Episode
ავტორი akomargvela
...
წერილები: 83
tsotne says:
15 მაისი 2012, 0:14
@gojira

პროგრესიის სიგრძე ასეთი პატარა თუ იყო არ ვიცოდი :)
წერილები: 7
tornike says:
15 მაისი 2012, 13:13
E ამოცანაში WA 19 მაქვს და ჰო ვერ დამეხმარებით?
წერილები: 133
gojira says:
15 მაისი 2012, 13:17
ალგორითმი დადე, ისე როგორ დაგეხმარებიან :D
წერილები: 7
tornike says:
15 მაისი 2012, 14:17
ჯერ ბმულ კომპონენტებს ვაერთიანებდი ერთ კომკონენტში და მერე დფს-ით პასუხს მე-N ტურისთვის.
კოდი
წერილები: 133
gojira says:
15 მაისი 2012, 14:27
პირველ ნაბიჯს კონდენსაცია ჰქვია - G მიმართული გრაფის გარდაქმნა ისეთ გრაფად, სადაც G-ს ყოველ ძლიერად ბმულ კომპონენტს ერთი წვერო შეესაბამება. მისი მთავარი თვისება აციკლურობაა (და შენ მგონი ჩათვალე რომ მიმართული ხე გამოვა).

რაც შეეხება მეორე ნახევარს, "დფსით პასუხი" ბევრი რამე შეიძლება იყოს. კოდიდან ვხედავ, რომ ყოველ წვეროში DFS-ით მისვლისთანავე ითვლი მაგის პასუხს და ამბობ ის საბოლოოა. განიხილე ასეთი მარტივი გრაფი:
N -> X
N -> Y
Y -> Z
X -> 1
Z -> 1
ანუ N-იდან 1-მდე ორი თანაუკვეთი გზაა, რომელთაგან ერთი უფრო გრძელია წიბოების რაოდენობით. ამ მეორე გზაზე ქულების ჯამიც მეტი იყოს. შენი დფს 1-ში X-იდან მოსვლისას დაუწერს ქულას და მეორედ აღარ შევა, ცხადია პასუხს ააცილებს.
წერილები: 10
Khatia says:
15 მაისი 2012, 21:32
E ამოცანაში მეც TLE 19 მაქვს, 2 DFS+Dijkstra და რამე სხვანაირად უნდა დავწერო თუ ჯავას ბრალია და უფრო მეტი ოპტიმიცაზია უნდა?
წერილები: 21
aazizian says:
15 მაისი 2012, 22:19
@Khatia

მქონდა ანალოგიური ამოხსნა, თუმცა TLE 19 ვერ ავცდი...
ამიტომ დავწერე პასუხის პოვნის დინამიკა...
ანუ შეხედე ამოხსნის ბოლო ეტაპს დინამიურად...
წერილები: 83
tsotne says:
15 მაისი 2012, 22:51
@aazizian

შემთხვევით შენ გურამ ქოთოლაშვილი ხომ არ გასწავლის?
წერილები: 21
aazizian says:
15 მაისი 2012, 23:02
@tsotne
კი და რა არის ?
წერილები: 83
tsotne says:
15 მაისი 2012, 23:04
@aazizian

არაფერი, უბრალოდ სიტყვა "დინამიკას" მე ვისაც ვიცნობ იმათ შორის მხოლოდ ის ხმარობს და დამაინტერესა :)
წერილები: 21
aazizian says:
15 მაისი 2012, 23:05
@tsotne
:D
წერილები: 10
Khatia says:
16 მაისი 2012, 0:24
@aazizian
მადლობა გავიდა, არადა მეგონა დეიქსტრაც ჩაეტეოდა დროში

წერილები: 49
16 მაისი 2012, 13:40
@tornike
X-ში რას ინახავ?
წერილები: 57
Dixtosa says:
19 მაისი 2012, 20:55
@ცოტნე, აუ არ მეგონა პირდაპირი გზა თუ გაამართლებდა :ს.

@gojira, ც ამოცანაში საოცარია და ტესტები არ იყო ყოვლისმომცველი... გავატარე, მაგრამ ლ=1 რ=5001, რომ ვცადე ჩემთან ჯერ კიდევ მუშაობს :დ, წამი კიარა საათია ველოდები :დ.

ხო ისე ათი როა მაქსიმუმ როგორ მიხვდი?და კიდევ ფსევდოკუბური რას ნიშნავს? ვითომ O(N^3) <-ამას? :დ. და თუ კი მაშინ რატომ არის ფსევდო? მართლაც რომ ნ^3 უნდა.
წერილები: 133
gojira says:
19 მაისი 2012, 21:15
L=1 R=5001 არის მე-8 ტესტი და შენი ამოხსნა 0.6 წამს მუშაობს მაგ ტესტზე სერვერზე. ლოკალურად თუ Visual Studio-ში ტესტავ, Debug პლატფორმა გექნება არჩეული და Release-ში დატესტე, იგრძნობ განსხვავებას.

ზუსტად 10 რომ არის, არაა ანალიზურად გამოყვანადი, მაგრამ მცირე რომ იქნება, მაგაზე მარტივი რიცხვების განაწილება მიანიშნებს. რომც არ მიგანიშნოს, რეალურად ხომ მარტივი რიცხვით უნდა დაიწყოს პროგრესია, მისი შემდეგი წევრიც მარტივი უნდა იყოს და სულ მარტივებზე უნდა გაიაროს. 5000 რიცხვში მაქსიმუმ ~250 მარტივია, ამიტომ ყველა მარტივიც რომ მოიცვას პროგრესიამ, O(M^3) ალგორითმი გამოვიდოდა, სადაც M~250.
წერილები: 83
tsotne says:
21 მაისი 2012, 13:42
@gojira, 1..5000-მდე ზუსტად 669 მარტივი რიცხვია :)
წერილები: 133
gojira says:
21 მაისი 2012, 13:46
მდა, ვიღაცამ 250 მითხრა და ასე დამამახსოვრდა. შინაარსი არ იცვლება, 669^3 მარტივი ოპერაციაც ეტევა 1 წამში.
წერილები: 83
tsotne says:
21 მაისი 2012, 14:28
ჰო, 200 მილიონია დაახლოებით :)
წერილები: 3
21 მაისი 2012, 17:00
მესამე ამოცანის მეხუთე ტესტი რა არი ამნაირი შეგიძლიათ მაჩვენოთ? :D
დამტანჯა რამდენიხანია უკვე ვებრძოლები და ვერ დავამარცხე :(
წერილები: 11
baqari131 says:
25 მაისი 2012, 22:14
13-29 რამდენი გამოაქ ნახე
სწორი პასუხია 3 ჩემი შედგენილი ტესტია და თუ რამე პრეტენზიებით არ მომმართოთ :დ
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...