GeOlymp 2012 - V Episode
ავტორი gpataraia
წერილები: 17
gpataraia says:
17 ივნისი 2012, 14:37
III_ე ამოცანაში ცოტა ფიზიკის ცოდნა იყო საჭიროო? :? აშკარად ვერ გავიგე რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიმძიმის ცენტრი : /
წერილები: 57
Dixtosa says:
17 ივნისი 2012, 14:42
კი და უნდა დაეწერათ ჩემი აზრით ცენტრის გამოთვლის ფორმულა.

Rx=(r1x*m1x+r2x*m2x)/(m1+m2).

ესაა
წერილები: 17
gpataraia says:
17 ივნისი 2012, 14:52
სპასიბა.. :|
წერილები: 21
aazizian says:
17 ივნისი 2012, 14:57
მაინტერესებს D და E ამოცანების ამოხსნები :)
ვისაც შეგიძლიათ დაპოსტეთ აქ :)
წერილები: 50
brolia says:
17 ივნისი 2012, 15:04
E ამოცანა დინამიურია. (თითოეულ წვეროში უნდა დაიმახსოვრო უშორესი სიგრძე და მაგ უშორესი სიგრძის მიღება რამდენნაირად შეიძლება.)

D ზე არ მიფიქრია ჯერ.
წერილები: 133
gojira says:
17 ივნისი 2012, 15:08
ნოდარ, ისე ხსნი ხოლმე რო ასი წელი ვერ გავიგებდი ამოხსნას :D

E-ში ხის შემოვლისას ყოველი წვეროსთვის უნდა გამოვთვალოთ მისგან დაწყებული უგრძესი გზის სიგრძე, რომელიც ამ წვეროს ქვეხეში ჩადის და ასევე ესეთი გზა რამდენია. ეს დინამიური პროგრამირების მეშვეობითაა შესაძლებელი წვეროს შვილებისგან მიღებული ამავე სახის ინფორმაციის საფუძველზე. პროცესში შეგვიძლია ვითვალოთ, რამდენი უგრძესი გზა მიიღებოდა ყოველი წვეროს ქვეხეში.
წერილები: 50
brolia says:
17 ივნისი 2012, 15:08
gpataraia

თუ 2 წერტილი გაქ მასებით M1 და M2 მაშინ მაგათი მასათა ცენტრი იქნება
მათ შემაერთებელ მონაკვეთზე ისე რომ

http://i072.radikal.ru/1206/29/3b470544ba55.jpg

M1 * L1 = M2 * L2
წერილები: 21
aazizian says:
17 ივნისი 2012, 15:10
მსგავსი იდეა მქონდა :)
ანუ ჩამოვკიდოთ ხე ... თითო წვეროსჰი მექნება დამახსოვრებული მის შთამომავლებამდე მანძილი ... ნუ ამის რეალიზაცია დეკარტის ხით შეიძლება .... ეხლა , პასუხს დავითვლი შვილის და მშობლის ხის შერწყმის დროს ... და ჯამში გამოდის O(N LOG N) ... მოკლედ რომ ვთქვა IOI 2011 RACE მსგავსად ... მაინტერესებს რამდენად სწორედ ვფიქრობ ...
წერილები: 133
gojira says:
17 ივნისი 2012, 15:18
დეკარტის ხე სულ არაა აქ საჭირო, უბრალოდ DFS-ით შემოვიაროთ ხე და ყოველმა წვერომ დააბრუნოს, მისგან ქვემოთ (ანუ მის ქვეხეში) წასული ყველაზე გრძელი გზა რამხელა იყო და რამდენი იყო ასეთი სიგრძის გზა. ახლა ვთქვათ X წვეროს ჰყავდა N შვილი და მათ დააბრუნეს წყვილები (Ai, Bi) - A არის რა სიგრძის გზა იყო i-ური წვეროდან ქვემოთ და B რამდენი იყო ასეთი. ცხადია, რომ X წვეროდან ქვემოთ წასული უგრძესი გზა იქნება ის, რომლისთვისაც Ai+[წიბოს სიგრძე X-დან i-მდე] არის მაქსიმალური, ხოლო მათი რაოდენობაა ყველა იმ Bi-ს ჯამი, რომლებისთვისაც Ai+[X->i წიბოს სიგრძე] ტოლია მაქსიმალურის. ამავე დროს უნდა გამოვთვალოთ, X-ის ქვეხეში უგრძესი გზა რა იყო - ანუ იგი შეიძლება დაიწყოს X-ის ერთ-ერთი შვილის ქვეხეში, გაიაროს X-ზე და წავიდეს მეორე შვილის ქვეხეში. ესე იგი უნდა ვიპოვოთ L = მაქსიმუმი(Ai+Aj+[წიბო X->i]+[წიბო X->j]) და დავითვალოთ ეს მაქსიმუმი რამდენჯერ შეგვხვდა. თუ L აღემატება მიმდინარე უგრძეს გზას, ესე იგი უკეთესი პასუხი გვიპოვნია.
წერილები: 21
aazizian says:
17 ივნისი 2012, 15:23
@gojira

და ეს L საბოლოოდ სად უნდა შევინახო ? X წვეროში ?
წერილები: 133
gojira says:
17 ივნისი 2012, 15:26
არა, გლობალურად შეინახე. ანუ დინამიურად ითვლი ყოველი წვეროდან დაწყებულ ქვემოთ წასულ უგრძეს გზებს, ხოლო პროცესში თან უყურებ, ერთი შვილიდან მეორეში გადასული გზა გლობალურად უგრძესი ხომ არაა.
წერილები: 21
aazizian says:
17 ივნისი 2012, 15:28
@gojira

გასაგებია ...
წერილები: 58
lashabuxo says:
17 ივნისი 2012, 18:39
მე-3 ამოცანაში ყუთის სიმაღლეს რა მნიშვნელობა ქონდა?
წერილები: 19
nika_1 says:
17 ივნისი 2012, 18:57
ხო ეგ მეც მაინტერსებს მასათა ცენტრის გეგმილი ფუძეძე ძევს თუ არა იმას ხო ისედაც გავარკვევთ?
წერილები: 74
Quick says:
17 ივნისი 2012, 19:37
აპსოლვინგი ჩაირთო.

სიმაღლეს ის მნიშვნელობა ჰქონდა რო ფართობზე და შესაბამისად წონაზე მოქმედებს, მაგის გარეშე სიმძიმის ცენტრს ვერ იპოვით.
წერილები: 58
lashabuxo says:
17 ივნისი 2012, 19:39
გასაგებია მადლობა
წერილები: 133
gojira says:
19 ივნისი 2012, 12:18
@aazizyan
D-ში კიდევ ცხადია, რომ ყველა გადანაცვლების განხილვა და შემოწმება, რამდენ K-ზე გაიყო, ზედმეტად ნელია. თუმცა შეგვიძლია ჯერ შევამოწმოთ, შეიძლება თუ არა მოცემული ციფრებით მივიღოთ 2, 3, 4 და 5-ზე გაყოფადი რიცხვი. დადებით შემთხვევაში ჩვენი რიცხვის ბოლო ციფრი ცალსახად 0 უნდა იყოს, ხოლო ბოლოსწინა 0, 2, 4, 6 ან 8. მეორე დებულებით ერთი შეხედვით ბევრი ვერაფერი მოვიგეთ - ხომ შეიძლება ყველა ციფრი {0,2,4,6,8} სიმრავლიდან იყოს - მაგრამ რეალურად ამ დროს ვარიანტების რაოდენობა 11!-თან ახლოსაც კი არ დგას, იმიტომ რომ ციფრები მრავლად მეორდება.

ყოველი გადანაცვლებისთვის უბრალოდ 7-დან (2,3,4,5-ზე ხო გავყავით და 6-ზეც იყოფა ავტომატურად) დაწყებულ ციკლში შეგვიძლია შევამოწმოთ, რომელ რიცხვზე არ გაიყოფა პირველად ჩვენი შედეგი.

ეს იყო საავტორო ამოხსნა და ისე meet-in-the-middle-ის მეშვეობითაც იხსნება. აიღე 12-დან ციფრების ყველა 6-ეული, მათი ყოველი გადანაცვლებისთვის ნახე რა ნაშთები მიიღება lcm(1, ..., i) რიცხვზე გაყოფისას ყოველი i = 1..40-სთვის (40-ზე ნაკლებია იქ ზღვარი, 36 ალბათ) და შემდეგ მარცხენა მხარეს რომ დააფიქსირებ რა 6 ციფრი უნდა გქონდეს, მარჯვნივ შეძლებ სწრაფად შეამოწმო რა საუკეთესო ექვსეული ეტევა. თუმცა ზედმეტად რთულია ეგ ამოხსნა D-სთვის.
წერილები: 21
aazizian says:
19 ივნისი 2012, 20:50
@gojira

მადლობა :)
წერილები: 57
Dixtosa says:
22 აგვისტო 2013, 18:26
@gojira,
მაგრამ რეალურად ამ დროს ვარიანტების რაოდენობა 11!-თან ახლოსაც კი არ დგას, იმიტომ რომ ციფრები მრავლად მეორდება.

ეგრე როგორ გადავარჩიო რო გამეორებები პირდაპირ გამოირიცხოს?


ისე მე შვიდზეც გაყოფადობის ნიშანი გამოვიყენე და წა 29 მაქ :ს (UPD: vso agar maq)

hehe სისტემას ბაგი ვუპოვე Problem status summary აქ წერია რო 28 ტესტზეა წა არადა ამოცანაზე 29 წერია ხდ
წერილები: 133
gojira says:
22 აგვისტო 2013, 21:48
ეგრე როგორ გადავარჩიო რო გამეორებები პირდაპირ გამოირიცხოს?

next_permutation ავტომატურად უნიკალურების გადარჩევას ახდენს.
გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის გამოსაქვეყნებლად.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...