წერილები: 66
Elle says:
25 თებერვალი 2014, 22:48
@Sopho,
დიდი და პატარა ასოები გაითვალისწინე ეჯაჯში შესვლისას. წესით იგივეთი უნდა შევიდეს.
წერილები: 66
Elle says:
30 აგვისტო 2013, 19:38
სალამი,
შენი კოდი ვნახე (ბოლოს წინა გაგზავნა), გადმოვწერე და რომ ვუშვებ პირველ ტესტზე 1-ს მიბეჭდავს. ნამდვილად მაგას უშვებ შენთან?

მე ასე გავატარე ეგ ამოცანა (ავტორის ამოხსნა არ ვიცი):
ჯერ შემოსულ სტრიქონში გადავარჩიე X (სიგრძის ნახევრამდე - შენც ასე გაქვს მგონი).
მერე შიდა ციკლით გადავარჩიე Y, და მესამე შიდა ციკლით შევამოწმე რომ არჩეული X და Y-ით შეიძლება თავდაპირველად შემოსული სტრიქონის მიღება.
წერილები: 66
Elle says:
23 ივნისი 2013, 11:53
კი ჩანს არა უშავს
წერილები: 66
Elle says:
23 ივნისი 2013, 11:53
კიდე გადატვირთე რა
წერილები: 66
Elle says:
23 ივნისი 2013, 11:46
გადატვირთე? ვერ შედის
წერილები: 66
Elle says:
22 ივნისი 2013, 15:55
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?
დავაყენეთ codeblocks.
წერილები: 66
Elle says:
21 ივნისი 2013, 22:12
გიორგი, თუ IDE-ს გულისხმობ, codeblocks არ იქნება.
C / C++ / C# ენებზე საწერად ინსტალირებულია Visual Studio Express, ხოლო ჯავასთვის - Netbeans.
წერილები: 66
Elle says:
14 ივნისი 2013, 12:09
@shavgula
ფინალის მაისური შეგხვდება :)

@Quick
არ მაქვს სურათი
წერილები: 66
Elle says:
22 მაისი 2013, 10:34
ცალკე მაგ თემაზე წიგნი არ ვიცი, მაგრამ იმ წიგნებში შედის. Introduction to Algorithms - აქ წერია.
ამ თემაში სხვადასხვა სტატიებია მაგაზე: დინამიური პროგრამირება
წერილები: 66
Elle says:
18 მაისი 2013, 22:19
დაწყებაში ალბათ ოლიმპიადებში მონაწილეობის დაწყებას გულისხმობ და არა პროგრამირების, არა?
მარტივი ამოცანების შემთხვევაში (მაგალითად ჯეოლიმპის A-B), სადაც სპეციალური ალგორითმის ცოდნა არ არის საჭირო, ჩემი აზრით ამოცანებზე ვარჯიში, ფიქრი და გარჩევების კითხვა კარგი გზა იქნება.

წიგნებიდან ამათ გირჩევდი:
1. Programming Pearls (2nd Edition) by Jon Bentley - ძალიან კარგი წიგნია არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის.

2. Introduction to Algorithms by Cormen, Leiserson, Rivest, Stein - ეს კლასიკაა. ძალიან ბევრი ალგორითმია განხილული საფუძვლიანად. უნივერსიტეტში ვსწავლობდით ამ წიგნით. ერთი ამოსუნთქვით ნამდვილად არ იკითხება, იმიტომ რომ 1300 გვერდია და ალგორითმებს ჩაღრმავებით გარჩევა სჭირდება ხოლმე, მაგრამ შეგიძლია კონკრეტული ალგორითმები ნახო ან გასაცნობად გადახედო.

3. Programming Challenges: The Programming Contest Training Manual by Skiena, Revilla - ეს წიგნი ოლიმპიადებისთვის არის განკუთვნილი. შეკრებილია რამდენიმე ამოცანა გასული შეჯიბრებებიდან და რჩევებია მოცემული.

4. Cracking the Coding Interview: 150 Programming Questions and Solutions by Gayle Laakmann McDowell - ეს წიგნი მართალია ტექნიკური ინტერვიუებისთვის მოსამზადებლად არის განკუთვნილი, მაგრამ კარგად არის განხილული ბევრი საინტერესო ლოგიკური და პროგრამული ამოცანა თავისი ამოხსნებით, ასე რომ გამოგადგება.


კნუტს რაც შეეხება, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და არც წამიკითხავს ბევრი. მე არ გირჩევდი მაგით დაწყებას.
ისე, კონკრეტულად ოლიმპიადების შემთხვევაში წიგნები მე იმდენად არ მომეხმარა, როგორც პროგრამირების ენის ან სხვა რამების სწავლაში, რადგან ცოტა თეორიაზე მაინც ბევრი პრაქტიკული ამოცანის კეთებაა საჭირო. ამიტომ შეიძლება ამოცანათა არქივები უფრო მოგეხმაროს. ამ თემაში ცოტნემ ბევრი კარგი რესურსი ჩამოთვალა: ონლაინ რესურსები
შეჯიბრებების საიტებზე ხშირად არის ხოლმე გასული ამოცანების გარჩევები და იმის გამოყენებით ამოცანის პრაქტიკულად გაკეთება მეტ შედეგს იძლევა.

სხვებიც დაამატებენ ალბათ თავის საყვარელ წიგნებს
წერილები: 66
Elle says:
29 აპრილი 2013, 22:39
@nikasvanidze
მესამე ტურის პარალელურად დასწრებული რაუნდი არ ჩატარდება.
წერილები: 66
Elle says:
10 აპრილი 2013, 23:20
@gpataraia
კი, ნამდვილად კარგი იქნებოდა :)
უბრალოდ ახლა მატესტირებელ სისტემას მაგის მხარდაჭერა არ აქვს და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება დასამატებლად. ვფიქრობ, იმდენი მონაწილე არ იქნება ვინც მობილურზე აკრეფს და კომპილაციის გარეშე გაგზავნის, რომ ღირდეს იმ სამუშაოს შესრულება..
წერილები: 66
Elle says:
5 აპრილი 2013, 20:35
მეილზე მოგწერ
წერილები: 66
Elle says:
5 აპრილი 2013, 20:19
@lashabuxo
ცადე აბა ახლა თუ შეხვალ
წერილები: 66
Elle says:
5 აპრილი 2013, 19:16
@lashabuxo
მე შემიშვა ჩემი იუზერით. log out-ის ღილაკი არ ჩანს ხელახლა რომ გახსნა მერე სესია?
წერილები: 66
Elle says:
25 მარტი 2013, 14:10
@nika_losa
Capital ასოებს მნიშვნელობა აქვს არენაში შესვლისას. username-ში ხო არ გაქვს ეგეთი ასოები?
წერილები: 66
Elle says:
16 მარტი 2013, 15:38
@Gr3Ch
თითოეულ შეჯიბრს ან upsolving-ს გააჩნია საკუთარი ბმული ejudge.geolymp.org საიტზე. როდესაც შეხვალ კონკრეტულ შეჯიბრში, იქ აირჩევ შესაბამის ამოცანას და გამოვა ფაილის ასატვირთი ველიც.
წერილები: 66
Elle says:
21 თებერვალი 2013, 15:59
ჯეოლიმპზე არ მახსენდება და ეს ტოპკოდერზეა მაგალითად - მარტივი ამოცანაა, ბიტმასკებითაც შეგიძლია დაწერო: http://community.topcoder.com/stat?c=problem_statement&pm=10860&rd=14150

acm.timus.ru-ზე ეს შეგიძლია ცადო მაგ მეთოდით
http://acm.timus.ru/problem.aspx?space=1&num=1005

ეს ტოპკოდერიდან ტუტორიალი
http://community.topcoder.com/tc?module=Static&d1=tutorials&d2=bitManipulation

ძირითადი აზრი ის არის, რომ სიმრავლე შეგიძლია წარმოადგინო რიცხვის სახით. მაგალითად, რიცხვი 6-ის ორობითი ჩანაწერი არის 110. ვთქვათ გაქვს სამი ელემენტი, 110 შეგიძლია შეუსაბამო სიმრავლეს, რომელშიც შედის მარტო პირველი და მეორე ელემენტი (1-იანი რა ადგილზეც წერია). მაგალითად 101 იქნებოდა სიმრავლე, სადაც შედის მარტო პირველი და მესამე ელემენტი და ა.შ.

როდესაც გინდა რომ 8 სხვადასხვა ელემენტის ყველანაირი სიმრავლე გადაარჩიო, შეგიძლია უბრალოდ გაუშვა ციკლი სადაც i იცვლება 0-დან 255-ის ჩათვლით და თითოეულ ბიჯზე i-ის მნიშვნელობა იქნება ერთ-ერთი სიმრავლის წარმოდგენა. მერე უკვე, იმის დასადგენად თუ რომელ ადგილზე წერია 1-იანი i რიცხვის ორობით ფორმაში, დაგჭირდება ბიტური ოპერაციების გამოყენება (bitwise operations).

ასეთი მიდგომა გამოდგება, როცა პატარა რაოდენობის ელემენტები გაქვს, რადგან n ცალი ელემენტის შემთხვევაში შესაძლო სიმრავლეების რაოდენობა არის 2^n (მიხვდები ალბათ რატომაც).

თუ სადმე გაიჭედები, დაწერე და ვეცდები უფრო ვრცლად მოვყვე ის ნაწილი.
წერილები: 66
Elle says:
6 დეკემბერი 2012, 17:02
file.readlines() ხომ ყველა ხაზს წაიკითხავს რაც ფაილშია. შეიძლება ბოლოს ორ მნიშვნელობას ინახავ, მაგრამ ჯერ ყველას წაიკითხავს და მაგათ დაყვანას შეეცდება int-ზე..
წერილები: 66
Elle says:
6 დეკემბერი 2012, 16:22
@zura2
თუ შემომავალი ფაილის ბოლოში newline სიმბოლოა, ეგრე გატესტე აბა.
მე მგონი შენი პროგრამა იმ ცარიელი ხაზიდანაც შეეცდება რიცხვების წაკითხვას და შეცდომა მოუვა.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...