სიახლე GeOlymp 2011 - ფინალში გადასვლის შესახებ

მოგესალმებით,

მოგეხსენებათ, 2011 წლის სერიის დასკვნითი ეტაპი იქნება ფინალური შეჯიბრი, რომლის ჩატარების ადგილს და თარიღს მალე გამოვაქვეყნებთ. ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება ფინალში გამსვლელ მონაწილეთა რაოდენობის თაობაზე. წელს ფინალში დაიშვება 20 საუკეთესო მონაწილე. ეს იქნება საუკეთესო ოცეული კონკურსის შედეგების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ იქნებიან მონაწილეები, რომლებიც კონკურსის შედეგებით არაუმეტეს 0.5 ქულით ჩამორჩებიან მე–20 ადგილს, ყველა ის კონკურსანტი ასევე დაიშვება ფინალურ შეჯიბრზე.

წარმატებებს გისურვებთ!

სიახლე GeOlymp Series 2011 - მეხუთე ეპიზოდი

2011 წლის 12 ივნისს 12 საათზე დაიწყება მეხუთე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრებთან ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება. დასწრებული ტურის მონაწილეები უნდა გამოცხადდენ 11 საათზე.

სიახლე 2011 სერიის მეოთხე ეპიზოდი ”თავისუფალ უნივერსიტეტში”

ჯეოლიმპის მეოთხე ეპიზოდის პარალელურად თავისუფალ უნივერსიტეტში დასწრებული შეჯიბრი ჩატარდა. ჩვეულებრივი მონაწილეებისგან განსხვავებით აღნიშნული ტური მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. მონაწილეობა 13 მათგანმა მიიღო.


გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების შედეგების სიას. ვულოცავთ გამარჯვებულებს :)

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 - Episode IV ჟიურის დასკვნა

ციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მეოთხე ეპიზოდი დასრულდა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნოდარ ამბროლაძემ. მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად ნიკოლოზ გაბისონიას (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ცოტნე ტაბიძეს (ქუთასის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა) ერგო.

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 - მეოთხე ეპიზოდის შედეგები

სერიის მეოთხე ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 72 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად შესაძლებელია Upsolving-ის გამოყენება.

გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.


მეოთხე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
2. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
3. ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41)

მოსწავლეებს შორის:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41)
2. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. გიორგი სვანაძე (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტები:

1. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
2. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
3. ირაკლი მერაბიშვილი (Tbilisi SU)

სიახლე GeOlymp 2011 - მეოთხე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება IV ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია happytreefriends

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp Series 2011 - მეოთხე ეპიზოდი

2011 წლის 29 მაისს 12 საათზე დაიწყება მეოთხე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. მონაწილეობის მსურველები უნდა გამოცხადდენ უნივერსიტეტში 11 საათზე.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...