დასრულდა მეხუთე ეპიზოდიც, ამოცანები წინა რაუნდებთან შედარებით მარტივი გამოდგა და 5-ივე ამოცანის ამოხსნა შეძლო სულ 3-მა მონაწილემ.
საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები არიან:
1. | ნოდარ ამბროლაძე (Sch #41) |
2. | ცოტნე ტაბიძე (Sch #41) |
3. | მარიამ კობიაშვილი (Sch Demireli College) |
მოსწავლეებს შორის:
1. | ნოდარ ამბროლაძე (Sch #41) |
2. | ცოტნე ტაბიძე (Sch #41) |
3. | მარიამ კობიაშვილი (Sch Demireli College) |
სტუდენტებს შორის:
1. | ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU) |
2. | აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU) |
3. | ელენე ლაცოშვილი (Tbilisi SU) |
2010 წლის 25 ივლისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის V ეპიზოდი.
ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 24 ივლისის ღამის 12 საათამდე.
განახლება: შეიცვალა მეხუთე ეპიზოდის დაწყების დრო, იგი დაიწყება 11 საათზე.
სწავლის პერიოდის დასრულებამდე ჯეოლიმპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩაეტარებინა დასწრებული ტური, რომელმაც 19 ივნისს მეოთხე რაუნდის პარალელურად ჩაიარა.
ჩვენი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებიდან 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობის თითქმის ნახევარს უტოლდება.
სრულად წაკითხვაჯეოლიმპის გუნდი ვფიქრობთ ფინალის თარიღზე, რაშიც გვინდა თქვენი – პოტენციური ფინალისტების აზრიც გავითვალისწინოთ.
ფინალის სავარაუდო თარიღებად მიგვაჩნია: 31/07 , 28/08 და 4/09 აგვისტოს თვის დასაწყისი გამოვრიცხეთ ვინაიდან IOI ტარდება.
ველით თქვენს გამოხმაურებებს...
ჩვენს facebook-ის გვერდზე გახსნილია დისკუსიის დაფა ამ ბმულზე
დამთავრდა ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მეოთხე ეპიზოდი.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რითაც მან საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიბრუნა. მეორე ადგილზე სერიის დებიუტანტი ლევან ვარამაშვილი, ხოლო მესამეზე - აკაკი მამაგეიშვილი გავიდა. ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
ინტერნეტ-ტურის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ოლიმპიადა, რომელშიც 18 თსუ-ს სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის პირველი ადგილი ლევან ვარამაშვილმა, მეორე გიორგი ნადირაძემ, ხოლო მესამე ნიკა გაბისონიამ დაიკავა.
მეოთხე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 32 მონაწილემ, რომელთაგან 9 იყო სკოლის მოსწავლე, 23 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|---|
5 | 2 |
4 | 5 |
3 | 5 |
2 | 13 |
1 | 4 |
0 | 3 |
თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:
ამოცანა | ამომხსნელთა რაოდენობა |
---|---|
A | 28 |
B | 26 |
C | 11 |
D | 8 |
E | 2 |
პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:
75 სწორი ამოხსნიდან | |
---|---|
60 | C/C++ |
9 | Java |
4 | Pascal |
2 | PHP |
მეოთხე ეპიზოდის გარჩევები pdf ფორმატში. ეს კი upsolving-ის ბმული :)
# | ამოცანა | ავტორი |
A | discount | ელდარ ბოგდანოვი |
B | chocolate | ანდრეი ლუცენკო |
C | friends | დავით რაჭველიშვილი |
D | rect | ელდარ ბოგდანოვი |
E | polyline | ელდარ ბოგდანოვი |
Dixtosa ![]() Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
|
Quick ![]() Upsolving ჩაირთო...
|
saba_tavdgiridze ![]() აღარ მინდა.:)...
|
saba_tavdgiridze ![]() B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
|
tornike5 ![]() ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
|
giorgi123 ![]() მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
|
Elle ![]() შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...
|