ჯეოლიმპის მესამე ეპიზოდის პარალელურად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურში” დასწრებული შეჯიბრი ჩატარდა. ჩვეულებრივი მონაწილეებისგან განსხვავებით აღნიშნული ტური მხოლოდ ”მზიურის” მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. მონაწილეობა 20 მათგანმა მიიღო.
გთავაზობთ მზიურელების შედეგების სიას. ვულოცავთ გამარჯვებულებს :)
სრულად წაკითხვაციკლ "GeOlymp Series 2011"-ის მესამე ეპიზოდი დასრულდა.
მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკოლოზ გაბისონიამ, რომლისთვისაც ეს GeOlymp-ის ეპიზოდებზე პირველი გამარჯვება გახდა. მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად ლევან ვარამაშვილს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ცოტნე ტაბიძეს (ქუთასის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა) ერგო.
სრულად წაკითხვასერიის მესამე ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 83 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად შესაძლებელია Upsolving-ის გამოყენება.
გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.
მესამე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:
1. | ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU) |
2. | ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU) |
3. | ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41) |
მოსწავლეებს შორის:
1. | ცოტნე ტაბიძე (Sch Kutaisi #41) |
2. | ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri) |
3. | გიორგი ხინჩაკაძე (Sch Komarovi, Mziuri) |
სტუდენტები:
1. | ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU) |
2. | ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU) |
3. | ირაკლი მერაბიშვილი (Tbilisi SU) |
მოგესალმებით,
მალე დაიწყება III ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია dzaliansastikiparoli.
პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.
შეჯიბრში უნდა შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან
ონლაინ შედეგები: standings
2011 წლის 15 მაისს 12 საათზე დაიწყება მესამე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.
ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება "მზიურის" მოსწავლეებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ხოლო მონაწილეობის მსურველები უნდა გამოცხადდენ ცენტრში 11 საათზე.
როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, 16 აპრილს ჯეოლიმპის 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
რაუნდი მიეძღვნა ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.
ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით.
ჯეოლიმპის ლოკალურ ტურში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 40-ზე მეტმა სტუდენტმა იასპარეზა.
გთავაზობთ მათ შედეგებს, ვინც ამოხსნის პროგრამული კოდი გააგზავნა შეჯიბრის დროს. ეპიზოდის სრული რეიტინგი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
სრულად წაკითხვაDixtosa ![]() Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
|
Quick ![]() Upsolving ჩაირთო...
|
saba_tavdgiridze ![]() აღარ მინდა.:)...
|
saba_tavdgiridze ![]() B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
|
tornike5 ![]() ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
|
giorgi123 ![]() მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
|
Elle ![]() შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...
|