სიახლე GeOlymp bonus round

2010 წლის 13 ივნისს დღის 12 საათზე ჩატარდება GeOlymp სერიის პირველი ბონუს-რაუნდი.

ბონუს-რაუნდის ამოცანების ავტორები არიან ზურაბ კუცია, ნიკა გაბისონია და ბექა ბარბაქაძე. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს სტუდენტურ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბონუს-რაუნდის შედეგები საერთო ჩათვლაში არ იქნება გათვალისწინებული. სხვა მხვრივ, რაუნდი არაფრით განსხვავდება GeOlymp-ის ეპიზოდებისგან.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 12 ივნისის ღამის 12 საათამდე.

სიახლე GeOlymp-ის მესამე რაუნდის დასწრებული ტური ”მზიურში”

ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წლის 9 მაისს ჯეოლიმპის მესამე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად დასწრებული ტურიც ჩატარდა, მედია სივრცეში უკვე საკმაოდ გავრცელდა, თუმცა სანამ მომდევნო ტურის დაგეგმვით არიან ჯეოლიმპის წევრები დაკავებული, გვსურს გასულ რაუნდს კიდევ ერთი შემაჯამებელი პოსტი მივუძღვნათ.

ამჯერად ჯეოლიმპს მასპინძლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურმა” გაუწია. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით ”მზიურს” და განსაკუთრებით კი ბატონ ამირან მეტრეველს.

სრულად წაკითხვა
სიახლე Episode III - ჟიურის დასკვნა

ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მესამე ეპიზოდმაც ჩაიარა.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ცოტნე ტაბიძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა). მეორე ადგილზე გავიდა აკაკი მამაგეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მესამე ადგილი კი დაიკავა ნოდარ ამბროლაძემ (ქუთაისი, ან. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა)

ეს რაუნდი იმით გამოირჩეოდა სხვებისგან რომ ინტერნეტ შეჯიბრებასთან ერთად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" ჩატარდა დასწრებული ტური ადგილზე მყოფი მოსწავლეებისთვის. ვგეგმავთ ასეთი ქმედება ტრადიციად ჩამოვაყალიბოთ, მსურველებს შეგიძლიათ შეგვატყობინოთ თქვენი სასწავლო დაწესებულების შესახებ და ვეცდებით თქვენთანაც ჩავატაროთ დასწრებული ტური.

სრულად წაკითხვა
გარჩევა Episode III - Analysis

ესეც pdf ფორმატში გარჩევების ბმული, პარალელურად კი upsolving-ში შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები :)

# ამოცანა ავტორი
A english ელდარ ბოგდანოვი
B bulbs გიორგი ლეკვეიშვილი
C product გიორგი საღინაძე
D outlets ელდარ ბოგდანოვი
E laser ელდარ ბოგდანოვი
სრულად წაკითხვა
სიახლე მიმდინარე ჯამური შედეგები მესამე ეპიზოდის შემდეგ

მიმდინარე ჯამურ შედეგებში უკვე გათვალისწინებულია მესამე ეპიზოდიც. ცოტნემ გადაინაცვლა პირველ ადგილზე, რაც სიტუაციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის :).

ამოცანების ვიდეო გარჩევები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook-ის გვერდზე

სიახლე მესამე ეპიზოდის შესახებ

როგორც იცით გუშინ ჩავატარეთ მესამე ეპიზოდი, სადაც შემოვიტანეთ სიახლე და ონლაინ ტურთან ერთად მზიურში ჩატარდა დასწრებული ტურიც. ახლა მინდა უბრალოდ შედეგები გაგაცნოთ ხოლო დაწვრილებით ტურის შესახებ ინფორმაციას საღამოს გამოვაქვეყნებთ. სრული შედეგები.


მაშ ასე საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები არიან:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
2. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)
3. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)

მზიურში დასწრებულ შეჯიბრში გაიმარჯვეს:

1. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)
2. გიორგი სვანაძე (Sch Demireli College, Mziuri)
3-4. გიორგი მეგრელი (Sch #42, Mziuri)
3-4. ვატო ტაბატაძე (Sch #63, Mziuri)

მოსწავლეებს შორის:

1. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
2. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
3. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტები:

1. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)
2. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
3. ზურა ისაკაძე (Tbilisi SU)

ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.

სრულად წაკითხვა
სიახლე Episode III იწყება

ნახევარ საათში დაიწყება GeOlymp Series 2010 ციკლის მესამე რაუნდი.

სისტემაში შესასვლელად გადადით მისამართზე: http://bit.ly/9USsKr

პირობები მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან: პირობების არქივი. არქივის პაროლია Revenge

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეჯიბრების მიმდინარე შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ: შედეგები

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...