სიახლე GeOlymp 2013 - დასწრებული ტური ქუთაისში

ჯეოლიმპის მეოთხე რაუნდის პარალელურად დასწრებული ტური ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ქუთაისის სკოლების მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ჯეოლიმპის ღონისძიებას და ჩვენს გუნდს შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა და ბატონ მახლაზ ჯინჯიხაძემ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას.

"ქუთაისიდან ბევრი დადებითი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი სერიოზულად ეკიდება საქმეს და მუშა გარემოს ქმნის. გამორჩეული ბავშვების ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა, დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი იგივე და უფრო მეტი შემართებით გააგრძელებენ გზას წარმატებისკენ და მაგალითსაც მოგვცემენ. ბატონი მალხაზის სახით შესაშური მასწავლებელი ჰყავთ როგორც სტუდენტებს, ისე სკოლის მოსწავლეებს." - ელენე ლაცოშვილი.

დასწრებული ტურის 20 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე გავიდა 41-ე სკოლის მოსწავლე - ლაშა ბუხნიკაშვილი. მეორე ადგილი დაიკავა პირველი დამოუკიდებელი სკოლის მოსწავლემ - გიორგი ნიშნიანიძემ, ხოლო მესამე - N1 სკოლის მოსწავლემ - შოთა სილაგაძემ.


GeOlymp at Kutaisi Akaki Tsereteli State University
შოთა სილაგაძე, გიორგი ნიშნიანიძე, მალხაზ ჯინჯიხაძე, ლაშა ბუხნიკაშვილი.

GeOlymp at Kutaisi Akaki Tsereteli State University

GeOlymp at Kutaisi Akaki Tsereteli State University

სრული ფოტო ალბომის ნახვა შესაძლებელია ჩვენს Facebook გვერდზე.

რაუნდის შემდეგ ამოცანების გარჩევა ჩაატარა A და D ამოცანების ავტორმა - ნიკა გაბისონიამ.

ქუთაისის მოსწავლე-სტუდენტების სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგ
ილი
მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 ლაშა ბუხნიკაშვილი (Sch Kutaisi #41) +
(00:04:33)
+
(00:14:00)
+
(00:28:01)
-6 3 00:46:34
2 გიორგი ნიშნიანიძე (Sch Kutaisi #1 Ind) +
(00:05:19)
+
(00:19:56)
+
(00:36:56)
3 01:02:11
3 შოთა სილაგაძე (Sch LTD N1) +
(00:07:17)
+1
(00:38:51)
+
(01:09:12)
3 02:15:20
4 ავთანდილ გოქაძე (ATSU) +
(00:06:21)
+2
(00:52:46)
+
(01:12:23)
-4 3 02:51:30
5 გიორგი კოღუაშვილი (ATSU) +
(00:09:48)
+1
(01:32:00)
+
(01:03:07)
3 03:04:55
6 გიორგი ჯავახაძე (ATSU) +
(00:04:21)
+4
(01:11:15)
+
(01:02:05)
3 03:37:41
7 გიორგი ბაღდავაძე (Sch Kutaisi #41) +
(00:06:13)
+2
(00:31:05)
+5
(01:38:36)
-3 3 04:35:54
8 ბაქარ დარსაძე (Sch Kutaisi #41) +1
(00:13:42)
+5
(01:20:36)
+
(01:11:07)
-7 3 04:45:25
9 გიორგი კლდიაშვილი (Sch Kutaisi #41) +1
(00:13:54)
+2
(00:37:16)
+4
(01:50:03)
3 05:01:13
10 შაქრო ლომსიანიძე (Sch Kutaisi #1 Ind) +1
(00:09:40)
+
(00:46:24)
-6 2 01:16:04
11 ირაკლი ფოფხაძე (Sch Kutaisi #41) +
(00:04:39)
-5 +
(01:33:26)
2 01:38:05
12 გუჯა ბაბუნაშვილი (Sch Mermisi) +
(00:25:38)
-2 +
(01:43:07)
2 02:08:45
13 ირაკლი მარგველაშვილი (Sch Kutaisi #1 Ind) +
(00:17:52)
+3
(01:20:53)
-2 -5 2 02:38:45
14 ბესიკი გოგისვანიძე (ATSU) +3
(00:35:39)
+1
(01:40:31)
2 03:36:10
15 თანო თეთვაძე (ATSU) +
(00:10:48)
-3 1 00:10:48
16 გიორგი გაჩეჩილაძე (Sch #31) +1
(00:25:01)
-1 1 00:45:01
17 ლუკა ჭუმბურიძე (Sch Kutaisi #41) +
(00:21:35)
-2 1 00:21:35
18 გიორგი ნუცუბიძე (ATSU) +1
(00:31:01)
-2 1 00:51:01
19 ლუკა ლომთაძე (Sch Kutaisi #41) +2
(00:34:11)
1 01:14:11
20 ნიკა შალიკიანი (Sch Kutaisi #41) +5
(01:00:10)
-2 1 02:40:10
სიახლე GeOlymp 2013 - მეოთხე ეპიზოდის შედეგები

სერიის მეოთხე ეპიზოდში მონაწილეობა 93 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად ჩართულია Upsolving.

რაუნდის A და D ამოცანების ავტორია ნიკა გაბისონია, B და C ამოცანები შედგენილია ზურა კუციას, ხოლო E ამოცანა - ელდარ ბოგდანოვის მიერ. რაუნდის ტესტირება შეასრულა ნიკოლოზ გაბისონიამ.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!


მეოთხე ეპიზოდის საერთო და ასევე მოსწავლეების ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. ნიკა ნადირაძე (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტებს შორის:

1. დათა ლაპიაშვილი (FreeUni)
2. ნიკოლოზ მაჭავარიანი (FreeUni)
3. ბექა ლომიტაშვილი (FreeUni)


სიახლე GeOlymp 2013 - მეოთხე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება IV ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია cake_is_a_lie

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე EuroPython 2013 იტალიაში და გრანტი ქალი პროგრამისტებისთვის

EuroPython საერთაშორისო კონფერენციაა პროგრამირების ენა - პითონის შესახებ, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება 1-7 ივლისის განმავლობაში იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართება და სხვადასხვა ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. კონფერენციის ბილეთის ღირებულება 70 ევროს შეადგენს, თუმცა კომპანია გუგლმა გამოაცხადა გრანტი ქალი პროგრამისტებისთვის, რომლითაც შეიძლება სრულად დაიფაროს სამოგზაურო და დასასწრები ხარჯები 1000 ევროს ფარგლებში. ასეთ სამგზავრო გრანტს კომპანია Google სხვადასხვა კონფერენციებისთვის აწესებს და ამით ცდილობს ამ სფეროში ქალების ჩართვას შეუწყოს ხელი.

გრანტის მოსაპოვებლად საჭიროა ამ ბმულზე არსებული ფორმის შევსება 2 ივნისამდე. აუცილებელია, რომ თითოეული კანდიდატი ქალი:
- მუშაობდეს ან სწავლობდეს კომპიუტერულ მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სფეროში.
- ჰქონდეს ძლიერი აკადემიური ისტორია, სადაც ასევე ჩანს მისი ლიდერობის უნარ-ჩვევები.
- დაესწროს EuroPython კონფერენციას.

ხოლო გამარჯვებულებს კომპანია Google სთავაზობს:
- EuroPython კონფერენციაზე უფასო რეგისტრაციას
- 1000 ევროს ფარგლებში მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას (ანაზღაურება მოხდება კონფერენციის შემდეგ).

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: Google offer EuroPython grants for female computer scientist

EuroPython კონფერენციის საიტზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ გასული წლების კონფერენციის ვიდეო მასალა.

პითონი დინამიური, მაღალი დონის პროგრამირების ენაა, რომლის არქიტექტურა კოდის კითხვადობაზე აკეთებს აქცენტს. მისი სინტაქსის სიმარტივის გამო, ხშირად ამ ენით იწყებენ პროგრამირების სწავლას. პითონი პროგრამირების სხვადასხვა პარადიგმებს მოიცავს, მათ შორის ობიექტზე-ორიენტირებულ, იმპერატიულ და ფუნქციონალურ პროგრამირების სტილებს. ის გამოიყენება როგორც ვებ აპლიკაციების, ისე ცალკე მდგომი პროგრამების შესაქმნელად.

პითონის გამოყენების მაგალითი Google-ის პროდუქტებია და მათ შორის Youtube, რომლის დიდი ნაწილი აღნიშნულ ენაზეა დაწერილი. პითონით შექმნილი წარმატებული პროექტების სია ამ ენის ოფიციალურ საიტზეა მოცემული.

თუ გსურთ გადადგათ პირველი ნაბიჯები პითონის შესასწავლად, შეგახსენებთ, რომ Codecademy საკმაოდ კარგ ინტერაქტიულ საბაზისო კურსს გთავაზობთ ამისთვის.
პითონი დაშვებულია ჯეოლიმპის შეჯიბრებებზე, ასე რომ, სწავლის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სავარჯიშოებიც.

სიახლე GeOlymp 2013 - მეოთხე ეპიზოდის ანონსი

2013 წლის 1 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეოთხე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ქუთაისის ყველა სასწავლო დაწესებულების მოსწავლე-სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ბატონ მალხაზ ჯინჯიხაძეს შემდეგი ელ. ფოსტით: mjinji@yahoo.com და შეჯიბრის დღეს უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 13:30 საათზე. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ მონაწილეებს გთხოვთ დროულად აცნობოთ ბატონ მალხაზს დასწრებულ ტურში მონაწილეობის სურვილის შესახებ.

გელით :)
სიახლე კომპანია InnoTec ჯეოლიმპის მხარდამჭერი გახდა
innotec

გვსურს გაცნობოთ, რომ ჯეოლიმპის სერვერმა გადაინაცვლა InnoTec-ის დატაცენტრში. ასეთი ხელშეწყობისთვის დიდ მადლობას ვუხდით კომპანიას და მის თანამშრომლებს, რომელთაც ყურადღება გამოიჩინეს და გვერდში დაგვიდგნენ პრობლემების გადასაჭრელად. კომპანია “ინოტექი” არის სისტემური ინტეგრატორი, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ-სისტემურ ტექნოლოგიებში გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა. დამკვეთის ბიზნესის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპანია ამუშავებს და ნერგავს ინფორმაციულ სისტემებს ან ახდენს სტანდარტული გადაწყვეტილებების ადაპტაციას კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად და გადასცემს დამკვეთს დასრულებული სახით.

“ინოტექის” კომპეტენცია მოიცავს IT ინფრასტუქტურის პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ასევე შემდეგ მიმართულებებს მომსახურების სფეროში: IT კონსალტინგი, IT აუთსორსინგი, IT ინფრასტრუქტურის მშენებლობა, IT ინფრასტრუქტურის პროექტირება, WAN – LAN ქსელების პროექტირება და მშენებლობა, უსადენო გადაწყვეტილებები, მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოება, სატელეფონო გადაწყვეტილებები, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, WEB დიზაინი, WEB ჰოსტინგი, ვიდეო-საკონფერენციო სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, სათვალთვალო და დაცვითი სისტემები, ინტერნეტი და სატელეფონო მომსახურება, ვიდეო სტრიმინგი. პირველადი აუდიტის და კონსულტაციის სერვისი უფასოა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათ ვებ-გვერდზე: http://innotec.ge

სიახლე GeOlymp 2013 - მესამე ეპიზოდის შედეგები

სერიის მესამე ეპიზოდში მონაწილეობა 85 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად ჩართულია Upsolving.

რაუნდის C ამოცანის ავტორია ელდარ ბოგდანოვი, ხოლო B, D და E ამოცანების ირაკლი მერაბიშვილი. A ამოცანა ხალხურ ფოლკლორზეა დაფუძნებული. რაუნდის ტესტირება შეასრულა ნიკოლოზ გაბისონიამ.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!


მესამე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
2. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)

მოსწავლეებს შორის:

1. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. გიორგი გულიაშვილი (Sch Demireli)

სტუდენტები:

1. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
2. გიორგი გიგლემიანი (FreeUni)
3. ლაშა ლაკირბაია (FreeUni)


სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...