სიახლე GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება 2013 წლის სერიის ფინალური ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია the_end_is_nigh.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

ვისაც სურს ფინალის ონლაინ რაუნდში მონაწილეობა, შეგახსენებთ, რომ უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულებით:
Online ფინალური რაუნდი
დასწრებული ფინალური რაუნდი

ონლაინ შედეგები: standings

დასწრებული შედეგები: standings

სიახლე ecaHack ჰაკათონი თბილისში
innotec

GDG Tbilisi ჯგუფის ცნობით 28-30 ივნისს თბილისში ecaHack ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიება დროის მოკლე პერიოდში კოდის წერის და ჯგუფური მუშაობის ექსტრემალური, უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. ecaHack აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20 ქალაქში იმართება. თბილისის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით ბუქარესტში ფინალურ ჰაკათონზე გამეგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში კი 3 თვიან მენტორულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც დახვეწავს საკუთარ ბიზნეს იდეას და მას მსოფლიო დონის IT Startup-ად აქცევს.

მარათონი ანდროიდის პლატფორმაზე დაფუძნებულ მობილური აპლიკაციების შექმნას მოიაზრებს.თუმცა, მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ გუნდებსაც რომლებიც სხვა მობილურ პლატფორმაზე შექმიან აპლიკაციებს (გუნდი შედგება 2-3 წევრისაგან).

პროექტის მიზანია მონაწილეებმა შექმნან ისეთი აპლიკაციები რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ და რეგიონალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და ინტერესებს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 25 ივნისამდე, წინასწარი რეგისტრაცია.

როგორც პირველ ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს ჩვენი სპონსორებისაგან დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემა. პირველი გუნდი კი თავისთავად ბუქარესტის საგზურს მიიღებს.

3 დღიანი ღონისძიების განმავლობაში, მოწვეული სტუმრები Google, Linkedin, Cisco და სხვადასხვა IT კომპანიებიდან ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ტექნოლოგიურ მეწარმეობა, სტარტაპინგი, სოციალურ მედია-მარკეტინგი და სხვა. თუ გსურთ მხოლოდ ამ ორ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია წინასწარ დარეგისტრირება. ადგილები შეზღუდულია.

ecaHack თბილისის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია Samsung, კომპანია Gulf და საქართველოს უნივერსიტეტი.

გლობალურ დონეზე ecahack ჰაკათონს მხარს უჭერს Alcatel One touch.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ GDG თბილისის საიტს.
აღნიშნულ საიტზე ასევე გამოქვეყნებულია რჩევები, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი და იდეა. სტატიის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

სიახლე GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ
მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ GeOlymp Series 2013 ციკლის ფინალი ჩატარდება 23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში.
შეჯიბრის ხანგრძლივობა 4 საათია.

ღონისძიების განრიგი:
11:00 გახსნა
11:30 სატესტო შეჯიბრება
12:00 ფინალური რაუნდი
17:00 დახურვა.

ფინალის მონაწილეები უნდა გამოცხადდნენ კავკასიის უნივერსიტეტში 10:45 საათზე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ახლოს). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599 481642

ფინალურ შეჯიბრში დაშვებულია ინტერნეტ შეჯიბრებების რეიტინგის შედეგად გამოვლენილი პირველი 24 მონაწილე:

1. ჯიმი სხირტლაძე
2. თორნიკე მანძულაშვილი
3. ნიკოლოზ სვანიძე
4. გიორგი სხირტლაძე
5. გიორგი გულიაშვილი
[ ლაშა ლაკირბაია ]
6. ზურაბ კუცია
7. გიორგი გიგლემიანი
8. ალექსანდრე ცხოვრებოვი
9. ლაშა ბუხნიკაშვილი
10. ელენე მაჩაიძე
11. ნიკოლოზ მაჭავარიანი
12. გიორგი ნიშნიანიძე
13. გიორგი შავგულიძე
14. ნიკოლოზ ბარბაქაძე
15. დათა ლაპიაშვილი
16. ნუგზარ ჩხაიძე
17. ავთანდილ გოქაძე
18. ნიკოლოზ გაბისონია
19. მარიამ დოლიაშვილი
20. გიგი პატარაია
21. გიორგი ბაღდავაძე
22. ნიკა ნადირაძე
23. ბექა ბარბაქაძე
24. გიორგი ჯავახაძე

ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენი სერიის ფინალში!

ყურადღება, თუ ვერ ახერხებთ ფინალში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინეთ ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ფინალში დაიშვება 25-ე ადგილზე გასული მონაწილე.

ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ ფინალს შეიძლება დაემთხვეს მოსწავლეთა სამეცნიერო ბანაკები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ შეგვიძლია ფინალის გადადება და იმედი გვაქვს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება სურვილის შემთხვევაში ერთი დღით დაბრუნდნენ თბილისში.

ფინალური შეჯიბრის პარალელურად ჩვენს საიტზე ჩატარდება ინტერნეტ–რაუნდი ფინალის ამოცანებზე, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. ინტერნეტ–რაუნდის ხანგრძლივობა ასევე 4 საათი იქნება.

სიახლე GeOlymp 2013 - დასწრებული ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ჯეოლიმპის მეხუთე რაუნდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც ამ სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ უნივერსიტეტს და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებას, განსაკუთრებით კი ქალბატონ ნინო ტყეშელაშვილს და ბატონ კობა გელაშვილს ჩვენი მხარდაჭერისთვის, კეთილი სურვილებისა და ასევე გადაღლილი ჯეოლიმპელების ტორტით გამასპინძლებისათვის :)

რაუნდის შემდეგ, ტრადიციულად, ამოცანების და ალგორითმების გარჩევა ჩატარდა ელდარ ბოგდანოვის მიერ. დასწრებული ტურის 21 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ გაბისონია, მეორე ადგილზე ბექა ბარბაქაძე, ხოლო მესამეზე - ზურაბ კუცია.


GeOlymp at Tbilisi State University

GeOlymp at Tbilisi State University

GeOlymp at Tbilisi State University

სრული ფოტო ალბომის ნახვა შესაძლებელია ჩვენს Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე რაუნდის ამოცანები გასულ ეპიზოდებთან შედარებით რთული გამოვიდა. თუმცა იმედია, ეს მონაწილეების დიდ იმედგაცრუებას არ გამოიწვევს და upsolving-ში გააგრძელებენ ამოხსნების ბოლომდე მიყვანას, რადგან რამდენიმე ნამდვილად საინტერესო იდეა იყო ახალ ამოცანებში და ჩვენი ფორუმიც ღიაა თქვენთვის.

დასწრებული ტურის სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგილი მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU) +
(00:08:49)
+
(00:22:41)
+
(00:50:43)
-5 3 01:22:13
2 ბექა ბარბაქაძე (Tbilisi SU) +1
(00:15:09)
+
(00:34:03)
+
(00:44:50)
3 01:54:02
3 ზურაბ კუცია (Tbilisi SU) +1
(00:20:21)
+
(00:33:23)
+2
(01:23:09)
3 03:16:53
4 გიორგი შავგულიძე (Tbilisi SU) +2
(00:43:37)
+1
(00:37:12)
+2
(01:41:35)
3 04:42:24
5 მარიამ დოლიაშვილი (Tbilisi SU) +3
(01:57:06)
+2
(01:23:06)
+1
(01:48:35)
3 07:08:47
6 გივი არაბიძე (Tbilisi SU) +
(00:33:47)
+1
(01:21:32)
2 02:15:19
7 ზურაბ ისაკაძე (Tbilisi SU) +1
(00:53:41)
+2
(01:05:50)
-1 2 02:59:31
8 გიორგი ფეიქრიშვილი (Tbilisi SU) +
(00:32:55)
+3
(01:44:40)
-2 2 03:17:35
9 დავით ცხონდია (Tbilisi SU) +
(00:47:10)
-1 1 00:47:10
10 გიორგი რუხაია (Tbilisi SU) +
(00:52:39)
-1 1 00:52:39
11 სოფიო ჩიქვინიძე (Tbilisi SU) -3 +1
(01:05:56)
1 01:25:56
12 ვილიამ სააკიანი (Tbilisi SU) -5 +
(01:43:41)
1 01:43:41
13 ნატალია ნებულიშვილი (Tbilisi SU) -6 +1
(01:36:12)
1 01:56:12
14-21 გიორგი ღუღუნიშვილი (Tbilisi SU) -7 0 00:00:00
14-21 ირაკლი გოცირიძე (Tbilisi SU) -3 -1 0 00:00:00
14-21 გურამ მაზანაშვილი (Tbilisi SU, Mziuri) -1 0 00:00:00
14-21 მერაბ მალიშავა (Tbilisi SU) -1 0 00:00:00
14-21 გიგა ჩალაური (Tbilisi SU) -3 0 00:00:00
14-21 რატი დევიძე (Tbilisi SU) -1 -2 0 00:00:00
14-21 ნათია დოლიაშვილი (Tbilisi SU) 0 00:00:00
14-21 გია ნებიერიძე (Tbilisi SU) 0 00:00:00
სიახლე GeOlymp 2013 - მეხუთე ეპიზოდის შედეგები

სერიის მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობა 63 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა, ხოლო გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად უკვე ჩართულია Upsolving.

მეხუთე რაუნდის A და B ამოცანების ავტორია ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლე ბაქარ დარსაძე. C ამოცანა შედგენილია ირაკლი მერაბიშვილის, D ამოცანა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტ ავთანდილ გოქაძის, ხოლო E ამოცანა დემირელის კოლეჯის მოსწავლე გიორგი გულიაშვილის მიერ. რაუნდის ტესტირება შეასრულა ირაკლი მერაბიშვილმა.

გილოცავთ და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!


მეხუთე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის:

1. ჯიმი სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42)
3. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)


სტუდენტებს შორის:

1. ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU)
2. ბექა ბარბაქაძე (Tbilisi SU)
3. ნიკოლოზ მაჭავარიანი (FreeUni)

მეხუთე რაუნდის შედეგად 2013 წლის სერიის ფინალისტები გამოვლინდებიან. სამი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ მონაწილეების შედეგებს და სერიის ფინალისტების სიას გამოვაქვეყნებთ.

სიახლე GeOlymp 2013 - მეხუთე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება V ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია WorldOceanDay2013.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp 2013 - მეხუთე ეპიზოდის ანონსი

2013 წლის 8 ივნისს 14:30 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეხუთე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველებმა 6 ივნისის ჩათვლით აუცილებლად უნდა შეავსონ უნივერსიტეტის ონლაინ ფორმა ამ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1YBhtz8AwucENjt8KL3H_zie2Iex3oTNwb40zL95L4CU/viewform

შეჯიბრის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ XI (ბიოლოგების) კორპუსის #323 რესურს ცენტრში 14:00 საათზე.

გელით :)

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...