სიახლე GeOlymp 2012 - მეორე ეპიზოდის შედეგები

სერიის მეორე ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 107 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად შესაძლებელია Upsolving-ის გამოყენება.

გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.


მეორე ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
3. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის:

1. ჯიმშერ სხირტლაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. თორნიკე მანძულაშვილი (Sch #42, Mziuri)

სტუდენტები:

1. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
2. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
3. ზურაბ ისაკაძე (Tbilisi SU)

სიახლე GeOlymp 2012 - მეორე ეპიზოდი იწყება

მოგესალმებით,

მალე დაიწყება II ეპიზოდი.
ამოცანების პირობები eJudge მატესტირებელ სისტემაში ღია სახით გამოჩნდება რაუნდის დაწყებისას, მაგრამ მსურველებს მისი დაარქივებული ვარიანტის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. არქივის პაროლია WeHaveRunOutOfPasswords.

პირობები pdf ფორმატშია, მისი გახსნა შესაძლებელია Acrobat Reader-ით ან Foxit Reader-ით, გადმოსაწერი მისამართი: Foxit Reader.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროთ კონტესტზე რეგისტრაცია.

შეჯიბრში შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგი ბმულიდან

ონლაინ შედეგები: standings

სიახლე GeOlymp 2012 - მეორე ეპიზოდის საათის ცვლილება

როგორც წინა პოსტებში გამოვაქვეყნეთ, ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეორე ეპიზოდი გაიმართება 21 აპრილს, თუმცა შეიცვალა ჩატარების საათი და 14:00-ის ნაცვლად გახდა 16:00.

რაუნდის გადატანის მიზეზი არის ის, რომ შაბათს ასევე დანიშნეს მოსწავლეთა მათემატიკის ნაკრების შესარჩევი წერა. სამწუხაროდ, შესაბამის ინსტანციებს თავიანთი ღონისძიებების ორგანიზება ისე არ შეუძლიათ, რომ თარიღი წინასწარ იყოს ცნობილი.

სიახლე დიდი ტურნირები იწყება

მოგესალმებით,

შეგახსნებეთ რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია გუგლის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე - Google Code Jam 2012. საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება შაბათს, 14 აპრილს, ღამის 3 საათზე და გაგრძელდება 15 აპრილის დილის 4 საათამდე.

ამ ალგორითმული ამოცანების ტურნირს გუგლი 2003 წლიდან მოყოლებული ატარებს. გასულ წელს 30,000-ზე მეტ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული კი იაპონელი rng_58 გახდა, რომელიც 10,000$-ით დაჯილდოვდა. ჩემპიონატის ფინალი გაიმართება ივლისში ნიუ იორკში არსებულ Google-ის ოფისში და მის მონაწილეებს მგზავრობის ხარჯებს ორგანიზატორები დაუფინანსებენ.

ამ პერიოდში ტარდება მეორე დიდი ჩემპიონატი - TopCoder Open 2012, რომლის სპონსორი წელს Facebook გახლავთ. TCO მსოფლიო მასშტაბის ტურნირია პროგრამირებასა და დიზაინში და ღიაა Topcoder-ის ყველა წევრისთვის, ვინც 18 წლის ან უფროსია. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ექვს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში - ალგორითმები, დიზაინი, დეველოპმენტი, მარათონი, Mod Dash, Studio Design. წელს საპრიზო ფონდი 300,000$-ზე მეტს შეადგენს. ასევე, ფინალისთვის ფლორიდაში გამგზავრება GCJ-ის მსგავსად ორგანიზატორის მიერ ფინანსირდება. მათ, ვინც TCO-ს პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდები გამოტოვა, კვლავ აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც 14 აპრილს გაიმართება (ჩვენი დროით 20:00 საათზე). ამისთვის მონაწილე ტურნირზე დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 24 საათით ადრე. მთელი ჩემპიონატის განრიგი ამ ბმულზეა.

ჩემპიონატებში მონაწილეების რაოდენობა ნუ შეგაშინებთ. არაერთი ქართველი მონაწილე გასულა მოწინავე ადგილებზე და ფინალშიც კი. ტოპკოდერისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ არენაში იმეცადინოთ, ხოლო ვისთვისაც ეს პირველი შეჯიბრია ამ პლატფორმაზე, დაგეხმარებათ შემდეგი პოსტი: Tutorial for Topcoder Newbies. დახმარებისთვის ყოველთვის გელით ჩვენს ფორუმზე.

გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე GeOlymp 2012 - მეორე ეპიზოდის ანონსი

ჯეოლიმპის 2012 წლის სერიის მეორე ეპიზოდის თარიღი უკვე ცნობილია და შეგიძლიათ თქვენს კალენდარზე მონიშნოთ :)

შეჯიბრი ჩატარდება 21 აპრილს 14:00 საათზე. ინტერნეტ რაუნდის პარალელურად საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" გაიმართება დასწრებული ტური "მზიურის" მოსწავლეებისთვის.

სიახლე ჯეოლიმპის საიტზე ფორუმი გაიხსნა :)

მოგესალმებით,

ჯეოლიმპის საიტს დავამატეთ ფორუმის განყოფილება, სადაც შესაძლებელი იქნება შეჯიბრებების, ამოცანების, ალგორითმების და პროგრამირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემების განხილვა.

სიახლე GeOlymp 2012 - პირველი ეპიზოდის შედეგები

სერიის პირველი ეპიზოდი დასრულდა. მასში მონაწილეობა 95 ადამიანმა მიიღო. სრული შედეგები ამ ბმულზეა.
გასული რაუნდის ამოცანების ბოლომდე მისაყვანად შესაძლებელია Upsolving-ის გამოყენება.

გმადლობთ მონაწილეობისთვის :) ვულოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს.


პირველი ეპიზოდის საერთო ჩათვლაში გაიმარჯვეს:

1. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
2. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
3. გიორგი მეგრელი (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის:

1. ნიკა ნადირაძე (Sch Komarovi, Mziuri)
2. ნიკოლოზ სვანიძე (Sch Komarovi, Mziuri)
3. ალექსანდრე აზიზიანი (Sch #157, Mziuri)

სტუდენტები:

1. ზურაბ კუცია (Tbilisi SU)
2. ნოდარ ამბროლაძე (Tbilisi SU)
3. გიორგი მეგრელი (Tbilisi SU)

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...