სიახლე Codecademy - პროგრამირების სწავლა ინტერაქტიულად
Codecademy Codecademy პლატფორმა ორმა მეგობარმა - 21 წლის ზაკ სიმსმა და 22 წლის რაიან ბუბინსკიმ შექმნეს, რომლებსაც პროგრამირების სწავლა სურდათ, მაგრამ არსებულმა რესურსებმა იმედი გაუცრუათ. ახლა მათი სისტემა ისეა აწყობილი, რომ მომხმარებელს ინტერაქტიული საიტი ასწავლის პროგრამირების ენას, გზადაგზა აძლევს პატარა დავალებებს და პასუხებსაც უმოწმებს.

ასეთი გზით სწავლა უფრო მეტად მოსახერხებელი და მარტივია. საიტის შექმის ერთი წლის თავზე მისი მომხმარებლების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ამჟამად კურსების ძირითად ჩამონათვალში ჯავასკრიპტი, პითონი, რუბი, jQuery ბიბლიოთეკა და მარკაპ ენები (Html/CSS) არიან, თუმცა სისტემას აქვს კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებმა თავად შექმნან და დაამატონ საკუთარი ინტერაქტიული კურსები, ამიტომ იქ მრავლად იპოვით სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებს და სურვილის შემთხვევაში თქვენც შეგიძლიათ რომელიმე თემის ირგვლივ პატარა კურსი ააწყოთ.

ინტერაქტიული მეთოდის არსი საიტის პირველივე გვერდზე ჩანს* (არც რეგისტრაციაა აუცილებელი). ასე რომ, სურვილის შემთხვევაში ახლავე შეგიძლიათ სწავლის დაწყება :)


* პირველ გვერდზე გაშვებულია ჯავასკრიპტის კურსი. აღსანიშნავია, რომ ჯავასკრიპტი ყველაზე გავრცელებული ენაა ინტერნეტ ბრაუზერებში პროგრამული კოდის შესასრულებლად, თუმცა სულ უფრო მეტად იზრდება მისი მნიშნველობა სერვერის მხარეს. მაგალითად, ჯავასკრიპტით წერა შესაძლებელია Node.js პოპულარულ პლატფორმაზეც, რომელიც გამოიყენება სწრაფი და მასშტაბური ვებ სისტემების შესაქმნელად.
სიახლე პირველი ადგილი სამხრეთ კავკასიის 2012 წლის ჩემპიონატზე
2 დეკემბერს გაიმართა სამხრეთ კავკასიის 2012 წლის გუნდური ჩემპიონატი, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აღნიშნულ შეჯიბრებაზე 6 ამოცანით პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. Tbilisi SU Epic Losers გუნდის შემადგენლობაში ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი და გიორგი საღინაძე შედიოდნენ.

ასევე, ოთხი ამოცანით პირველ ექვსეულში მოხვდნენ და მეორე ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს გუნდებმა:
Tbilisi SU #3 - გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ვარამაშვილი
Tbilisi SU #1 - ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე
Tbilisi Mziuri 1 - ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, თორნიკე მანძულაშვილი

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები სასწავლებლებიდან:


სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

3 დეკემბერს სამხრეთ კავკასიის ინდივიდუალური შეჯიბრება გაიმართა, სადაც პირველ ადგილზე ელდარ ბოგდანოვი გავიდა 7 ამოცანით. აგრეთვე 7 ამოცანით მეორე ადგილი მოიპოვა ლევან ვარამაშვილმა.

ინდივიდუალური შეჯიბრის სრული შედეგები ამ ბმულზეა.

სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი ტარდება ACM-ის მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატის ნახევარფინალის ამოცანებზე აღნიშნულ შეჯიბრთან პარალელურ რეჟიმში. სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის პირველი სამი ნახევარფინალის კონკურსში არ მონაწილეობდა, შესაბამისად ACM-ის კონკურსში მყოფ გუნდებს შორის გამარჯვება მოიპოვა გუნდმა Tbilisi SU #1. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ანალოგიურ წარმატებას რუსულ-სომხური უნივერსიტეტის გუნდი აღწევდა და ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს ტიტულის დაბრუნება.

ვულოცავთ ქართულ გუნდებს მიღწეულ წარმატებას :)
სიახლე რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის შედეგები
25 ნოემბერს გაიმართა რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი, სადაც 176 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა საქართველოდან შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. ”თბილისი მზიური #1” გუნდი, შემადგენლობით ჯიმშერ სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე და თორნიკე მანძულაშვილი, პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა და მის წევრებს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. გუნდი ჯამურ შედეგებში მეცხრე ადგილზე გავიდა 8 ამოცანით. 9 ამოცანა კი მხოლოდ ორმა რუსულმა გუნდმა ამოხსნა, რომელთაც 1-2 ადგილები გაინაწილეს.

მესამე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა გუნდმა ”თბილისი დემირელი” შემადგენლობით გიორგი გულიაშვილი, პაპუნა გაფრინდაშვილი, თემურ მიქავა.
სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: XIII Всероссийская командная олимпиада школьников по программированию

ვულოცავთ საქართველოს გუნდებს ამ მნიშვნელოვან შედეგს :) და ვუსურვებთ მათ წარმატებას მომავალ შეჯიბრებებზე.
სიახლე HackerTour's Last Stop - ბოტების შეჯიბრი HackerRank-ზე
HackerRank-ის ბაზაზე მორიგი შეჯიბრი იმართება ხელოვნურ ინტელექტში. ამჯერად ორგანიზატორი კომპანია Readyforce-ია და ამ ღონისძიებით ის 2012 წლის HackerTour-ის დასასრულს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ავტობუსის 8 კვირიანმა ტურნემ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტი და კოლეჯი მოიცვა. HackerTour-ის მიზანი ქვეყნის გარშემო სხვადასხვა სტარტაპ და ტექ კომპანიების სტუდენტებთან დაკავშირება იყო, ამიტომ მოგზაურობას თან ახლდა პროგრამისტთა შეკრებები, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელების სემინარები, გამოწვევები კოდის წერაში...

HackerTour’s Last Stop შეჯიბრისთვის, რომელიც ვიდეო თამაშ Tron-ის მოდელზეა აგებული, სტუდენდებმა საკუთარი ბოტები უნდა შექმნან და საიტზე გაგზავნონ. იქ კი რეიტინგის და სტატუსებისთვის თვალის დევნება online რეჟიმში შეიძლება.

შეჯიბრი 19 ნოემბერს დაიწყო და 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. ის ყველა სტუდენტისთვის ღიაა, თუმცა ძირითადად 6 სკოლიდან იასპარეზებენ: ჰარვარდი, იელი, პრინსტონი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ტეხასის და კოლორადოს უნივერსიტეტები.

საუკეთესო ბოტებითვის ფულადი პრიზებია დაწესებული (რომლის მისაღებად აუცილებელია რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებოდეთ):
1 ადგილი - $1500
2 ადგილი - $500
3 ადგილი - $200

4-6 ადგილზე გასულ მონაწილეებს კი Romotive-ის რობოტი სმარტფონი გადაეცემათ :)




სიახლე Rosalind - ბიოინფორმატიკის შესწავლა კომპიუტერული ამოცანებით
კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტმა და სანქტ-პეტერბურგის აკადემიურმა უნივერსიტეტმა ახლახანს გაუშვეს ახალი ერთობლივი პროექტი სახელად Rosalind. ბიოინფორმატიკის შესწავლა ხშირად კომპიუტერული ამოცანების გადაჭრას მოითხოვს, რომლებიც მოლეკულური ბიოლოგიის რეალურ ამოცანებიდან მოდის. სწორედ ასეთი ამოცანების ამოხსნით სთავაზობს პროექტი ხალხს ბიოინფორმატიკის საწყისების სწავლას.

ამ საიტზე არსებული ამოცანების უმეტესობა წააგავს საოლიმპიადოებს:
http://rosalind.info/problems/as-table/

იქვეა ავტომატური შემოწმების სისტემა, როგორც სხვადასხვა ინტერნეტ შეჯიბრებების არქივში. თითოეულ ამოცანას ისტორია გააჩნია და ილუსტირებული სახელმძღვანელო ფრაგმენტები აქვს თანდართული. მათ სანახავად შეგიძლიათ ამოცანის სათაურის მარჯვნივ - expand სიტყვას დააჭიროთ.


სიახლე რატი გელაშვილი ACM ICPC 2013 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
ACM ICPC 2013 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი უკვე ჩატარდა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ფინალში გასულ მონაწილეებს შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდია და მის შემადგენლობაში ქართველი ოლიმპიელი - რატი გელაშვილი შედის.

საქართველოში ყოფნისას რატის რამდენიმე ოქროს და ბრინჯაოს მედალი აქვს მიღებული მათემატიკის და ინფორმატიკის სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჟამად კი ის MIT-ის ph.d. სტუდენტია. რატის გადმოცემით წლევანდელი ACM ICPC მისთვის ბოლო ცდაა, რადგან ამ ჩემპიონატში მონაწილეობის რაოდენობა შეზღუდულია. მის გუნდის წევრებს შორისაა ცნობილი ოლიმპიელი ილია რაზენშტეინი, რომელიც 2010 წელს ACM ICPC-ის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.


იმედი გვაქვს სხვა ქართველი ოლიმპიელებიც შეუერთდებიან რატის ფინალურ რაუნდში :)
შეგახსენებთ, რომ ჩვენს რეგიონში ნახევარფინალი 1-2 დეკემბერს გაიმართება. სხვა არქივებთან ერთად, სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ACM ICPC-ის ამოცანების არქივიც:
https://icpcarchive.ecs.baylor.edu/

სიახლე რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეთა შორის
2012 წლის 25 ნომებერს გაიმართება რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. საქართველოს რეგიონის მონაწილეებისთვის, ვინც ფინალში დაწინაურდა 4 ნოემბერს, დასწრებული ტური თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონ თემურ ზარქუამ. გთავაზობთ მას უცვლელად:

"კვირას, 4 ნოემბერს, პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში, თბილისში და ქუთაისში ჩატარდა პროგრამირებაში მოსწავლეთა შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდი. სანქტ-პეტერბურგში თავმოყრილი გუნდებისთვის ეს იყო ამავდროულად სანქტ-პეტერბურგის საქალაქო გუნდური პირველობა მოსწავლეთა შორის.

თბილისში გუნდებს უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ხოლო ქუთაისში კი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. საბოლოო შედეგების ამსახველი ცხრილი შეგვიძლია ვიხილოთ ბმულზე:
http://neerc.ifmo.ru/school/russia-team/standings-geo.html

აღსანიშნავია გუნდის Kutaisi_sch#1 (ნიშნიანიძე, მარგველაშვილი, სილაგაძე) საკმაოდ მაღალი შედეგი - მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შეძლო კონტესტში ჩართვა თითქმის 2 საათიანი დაგვიანებით. სავარაუდოდ უკეთესი შედეგი შეეძლო ჰქონოდა აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტთან არსებული ინფორმატიკის წრის გუნდს Tbilisi SANGU (ტაბატაძე, საკევარაშვილი) თითქმის 1 საათით ადრე რომ არ ყოფილოყო აუცილებლობა დაეტოვებინათ შეჯიბრება...

ამოცანათა გარჩევა განთავსდა ბმულზე*:
http://neerc.ifmo.ru/school/archive/2012-2013/ru-olymp-team-spb-2012-analysis.pdf

ამ ოლიმპიადის ფინალი ტარდება 25 ნოემბერს ისევ პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტში, ალმატიში და თბილისში.

თბილისში მასპინძლის როლში ისევ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი მოგვევლინება.
შერჩევაში მონაწილე ყველა გუნდი დაიშვა ფინალში. აქ კი მათ უნდა დაემატოს სამხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე ძლიერი გუნდი.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

9:00 - 9:15 - ღონისძიების გახსნა
9:15 - 9:25 - სამუშაო ადგილების განაწილება
9:25 - 9:55 - პრაქტიკული (საცდელი) ტური
10:00 - 15:00 - ძირითადი ტური
15:00 - 16:00 - შედეგების შეჯამება და ამოცანათა ამოხსნების ურთიერთგაზიარება.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია თბილისში ერევნის ფიზ-მათ სკოლის 3 გუნდის ჩამობრძანება ბ-ნი არმენ ანდრეასიანის ხელმძღვანელობით."



* 4 ნოემბერს ჩატარებული შეჯიბრების ამოცანების პირობები ატვირთულია ამ ბმულზე.
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...